01:00 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-04 20:34:44, 428 ნახვა

სპეციალური ანონსი
5 მაისის სპეციალური ანონსი

5 მაისს, 09:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომა გაიმართება. 
მის: ინგოროყვას ქ. #7

5 მაისს, 09:30 საათზე, სასტუმრო ”ქორთიარდ მერიოტში” „ევროკავშირ-საქართველოს ბიზნესსაბჭოს“ (EUGBC) ორგანიზებით, ბიზნესკონფერენცია - “ევროპული კომპანიები საქართველოში - მზარდი ვაჭრობა და ინვესტიციები” გაიმართება. 
საკონტაქტო პირი ლელა გოგოლაძე - 598 668806

5 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის წარომადგენლობითი ორგანოს, განათლებისა და მეცნიერების, ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის: თავისუფლების N2

5 მაისს, 13:00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინ”-ის საკონფერენციო დარბაზში,
“თამბაქოს კონტროლის ალიანსი” “სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტთან” ერთად თამბაქოსგან თავისუფალი გარემოს მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ კვლევის პრეზენტაციას გამართავს.
საკონტაქტო პირი ეკა ლომიძე - 551150773

5 მაისს, 13:00 საათზე, "ღვინის ქარხანა N1"-ში გაიმართება გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია. ღონისძიებას დაესწრებიან: თბილისის მერი დავით ნარმანია, კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, პროექტის ავტორები და სპეციალისტები. 
მის.:პეტრიაშვილის ქ. N1 
საკონტაქტო პირი ნინი მთვარაძე - 598 141 151

5 მაისს, 14:00 საათზე, ლოკომოტივის სტადიონის საკონფერენციო დარბაზში "თბილისის ლიგის" პრეზენტაცია და კენჭისყრა გაიმართება, რომელსაც მონაწილე გუნდებისა და ფედერაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.
მის.: ჭავჭავაძის გამზ. #76ა, 
საკონტაქტო პირი ბერდია ჯიბლაძე - 599 17 13 92, 558 00 90 91

5 მაისს, 17:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში (ქარვასლა), საქართველოსა და დაღესტნის სახალხო მხატვრის, მანაბა მაგომედოვას ფოტონამუშევრების გამოფენა გაიხსნება. 
მის: სიონის ქ. #8

5 მაისს, 18:00 საათზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში „სოციალურ მეცნიერებებში ელექტრონული ლექსიკონი-ცნობარის“ პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: ი. ჭავჭავაძის გამზ. N 1; თსუ-ს პირველი კორპუსი. აუდიტორია: N 107 

5 მაისს, 19:00 საათზე, გ. ლეონიძის სახ. ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში გამოფენა „სიტყვის მუზეუმი“ გაიხსნება.

5 მაისს, 19:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეული თბილისი გაიხსნება.

5 მაისს, 19:00 საათზე, ”თიბისი გალერეა” ვიზუალ-არტისტ თეზი გაბუნიას განახლებულ არტ პროექტს „შეყავი თავი გალერეაში“ უმასპინძლებს.
მის: მარჯანიშვილის #7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი გალერეა, მე-4 სართული

5 მაისს, 20:00 საათზე, ლადო გუდიაშვილის საგამოფენო დარბაზი პირველ გამოფენას უმასპინძლებს, რომელსაც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე დაესწრება.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics