19:03 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 09:38:20, 710 ნახვა

ეკონომიკა
დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება

დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საქართველოში  საფინანსო ინსტიტუტი შეიქმნება. ამის შესახებ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული ინიციატივა მთავრობის რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში განხორციელდება. საფინანსო ინსტიტუტის მუშაობის ძირითად პრინციპებს მთავრობის დღევანდელ სხდომაზე დაამტკიცებენ.

„მინდა გაცნობოთ ძალიან მნიშვნელოვანი სიახლე, ეს გახლავთ ჩვენი რეფორმების 4 პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინიციატივა, რაც ეხება საქართველოში სტარტაპის, ანუ დამწყები ბიზნესის დაფინანსებისთვის საფინანსო ინსტიტუტის შექმნას.დღეს ჩვენ დავამტკიცებთ ამ ინსტიტუტის მოქმედების, მუშაობის ძირითად პრინციპებს“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისივე განმარტებით, საფინანსო ინსტიტუტი ფუნქციონირებას,  დღეიდან ერთი თვის თავზე ახალი ტექნოპარკის შენობაში დაიწყებს, რომელიც ცოტა ხნის წინ ოქროყანის ტერიტორიაზე გაიხსნა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა გამომდინარე იქიდან, რომ იგი იძლევა საშუალებას, დამწყებმა ბიზნესმა და ასევე ინოვაციურმა და ტექნოლოგიურმა ახალმა ბიზნესმა მიიღოს დაფინასნება ყველანაირი უზრუნველყოფის და გირაოს გარეშე. ძალიან მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ პირველად ხდება საქართველოში ინოვაციური იდეების დაფინანსების ინსტიტუციონალიზაცია, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ინოვაციური პოტენციალის განვითარების კუთხით.  ვიცით ბევრი ქვეყანა, სადაც ამ მიმართულებამ გარდატეხა შეიტანა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ეს არის ჩვენი მხრიდან პირველი ნაბიჯი ამ მიმართულებით, რაც მისასალმებელია. თვითონ დაფინანსების პრინციპებზე, თუ რა მიმართულებები ექნება მას კიდევ თვითონ შიგნით სტრუქტურულად, ეკონომიკის მინისტრი მოგახსენებთ“,-განაცხადა კვირიკაშვილმა.

პრემიერის ინფორმაციით, საფინანსო ინსტიტუტის დაფინანსება  საპარტნიორო ფონდისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს მეშვეობით მოხდება.

„საწყისი ბიუჯეტი იქნება 11 მილიონი ლარი, ხოლო საბოლოოდ  ეს ბიუჯეტი 35 მილიონ ლარამდე გაიზრდება, რაც იძლევა საშუალებას, რომ ამ წლის განმავლობაში რამოდენიმე ეტაპი ჩატარდეს ასეთი პროექტების შერჩევის და მნიშვნელოვანია, რომ ამ ინსტიტუტის სტრუქტურირებაში, შემდგომ ასევე მუშაობაში მიიღებენ მონაწილეობას საერთაშორისო პროფესიონალები, ამ მიმართულებით აღიარებული ექსპერტები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენს ძალიან მაღალ პროფესიონალური მიდგომის მზაობას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია“,-აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics