11:30 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:31:28, 543 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერი: ქუმსიშვილს არ მიეცა საშუალება, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა, არ ვიცით, ტექნიკური ხარვეზი იყო, თუ სხვა რამ

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთვრობის დღევანდელ სხდომაზე მინისტრებს მოუწოდა, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში  განხორციელებული პროექტების შესახებ, საზოგადოებას  მეტი ინფორმაცია მიაწოდონ.

ამასთან, კვირიკაშვილმა  მადლობა გადაუხადა ეკონომიკის მინისტრს, რომელმაც რამდენიმე საწარმო ვიზუალურად კარგად წარადგინა. პრემიერმინისტრის თქმით, სამწუხაროა, რომ დიმიტრი ქუმსიშვილს არ მიეცა საშუალება, საზოგადოებისთვის მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. პრემიერს არ დაუკონკრეტებია, თუ რას გულისხმობდა, თუმცა, სავარაუდოდ, გიორგი კვირიკაშვილი „რუსთავი2“-ის გადაცემა „არჩევანში“ მომხდარ ფაქტზე  საუბრობდა,  როცა ეკონომიკის მინისტრი  ეთერიდან ტექნიკური ხარვეზის მიზეზით გათიშეს.

„სამწუხაროდ მას არ მიეცა საშუალება, მეტი ინფორმაცია მიეწოდებინა. არ ვიცით, ეს ტექნიკური ხარვეზი იყო თუ სხვა რამ, მაგრამ მინდა, ყველა თქვენგანს მოვუწოდო, მაქსიმალურად შევეცადოთ, მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ ჩვენს საზოგადოებას ასეთი პროექტების შესახებ“, - მიმართა პრემიერმა მთავრობის წევრებს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
როთი კობახიძეს - გთხოვთ, გაიწვიოთ კანონპროექტი!
სოფელ დიღომში სპორტული მოედნებისა და დასასვენებელი სივრცის მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, იძულებით გადაადგილებული ოჯახების საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე სათბურები მოეწყო
შამუგია - სახელმწიფოს მხარდაჭერის შედეგად ლურჯი მოცვი ჩვენი ფერმერების შემოსავლის მნიშვნელოვანი წყარო გახდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics