11:28 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 11:35:12, 520 ნახვა

საზოგადოება
180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა

„180 დევნილ ოჯახს თბილისში, მცხეთასა და გორში საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცემა, - მთავრობის მორიგი განკარგულების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ისაუბრა.

 მისი თქმით, 11 645 დევნილ ოჯახს უკვე გადაეცა საკუთრებაში საცხოვრებელი ფართი და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

„ჩვენ ვაგრძელებთ დევნილთა საცხოვრისით დაკმაყოფილებას. დღეს განვიხილავთ 180 დევნილი ოჯახისთვის მუდმივ საკუთრებაში ფართების გადაცემის საკითხს თბილისში, მცხეთასა და გორში. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი მუშაობაა გაწეული დევნილთა და განსახლების სამინისტროსა და ეკონომიკის სამინისტროს მიერ და უკვე 11 645 ოჯახი არის დაკმაყოფილებული მუდმივი საცხოვრებელი ფართით. ჩვენ გავაგრძელებთ ძალიან აქტიურად ამ მიმართულებით მუშაობას“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს
თავდაცვის მინისტრი საქართველოში ესტონეთის ელჩს შეხვდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics