09:09 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 12:04:59, 787 ნახვა

სამართალი
ჯანდიერი: ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა და დღესაც ცდილობს, რომ სასამართლო საკუთარი ინტერესებისთვის გამოიყენოს

სასამართლოში შექმნილი სიტუაცია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს, - ამის შესახებ "საქართველოს განვითარების ფონდის" სამართლის თემატური ჯგუფის ხელმძღვანელმა დავით ჯანდიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ჯანდიერის განცხადებით, ის სურათი, რომელსაც საზოგადოება სასამართლო სისტემაშ ხედავს არავითარი ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ამასთან მისივე თქმით, ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა სასამართლო ხელისუფლების საკუთარი ინტერესებისთვის გამოყენებას.

"სასამართლოში შექმნილი სიტუაცია, ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ის სურათი, რომელსაც ვხედავთ, არავითარი ოპტიმისტური დასკვნების გაკეთების საშუალებას არ იძლევა. ხელისუფლება მუდმივად ცდილობდა, გამოეყენებინა სასამართლო ხელისფლება საკუთარი ინტერესებისთვის და ამას დღესაც ვხედავთ.

„საქართველოს განვითარების ფონდში“ შევუმუშავეთ კანონპროექტი, ერთი მიზნით, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღება არ ხდებოდეს გარიგებების საფუძველზე. რიგითი მოსამართლის დამოუკიდებლობა იყოს უზრუნველყოფილი და საქართველოში არსებობდეს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ იმგვარი კანონმდელობა, რომელიც ევროპულ სტანდარტებს შეესაბამება", - განაცხადა ჯანდიერმა.

ცნობისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს აცნობს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics