11:41 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 12:27:57, 876 ნახვა

სამართალი
ნაცვლიშვილის შეფასებით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში რეფორმა სამი მიმართულებითაა გასაგრძელებელი

ჩვენი პოზიციაა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით გაგრძელდეს რეფორმა, - ამის შესახებ საია-ს თავმჯდომარემ ანა ნაცვლიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ნაცვლიშვილის თქმით, ეს არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის ბოლომდე გამართვა, საქმის განაწილების დროული ცვლილება და დისციპლინური სამართალწარმოების სისტების ფუნდამენტური რეფორმა.

"შეხვედრაზე "საქართველოს განვითარების ფონდის" მიზნებსა და ხედვებს გავეცნობით. ჩვენი პოზიცია არის, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში 3 მნიშვნელოვანი მიმართულებით რეფორმა არის გასაგრძელებელი. ეს არის მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემის ბოლომდე გამართვა, საქმის განაწილების წესით დროული ცვლილება და დისციპლინური სამართალწარმოების სისტების ფუნდამენტური რეფორმა", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ამასთან ნაცვლიშვილის თქმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭო ფართო უფლებამოსილებით აღჭურვილი ორგანოა, მაგრამ არ არის მისი უფლებამოსილებები და ქმედებები შეზღუდული პრინციპების და კანონმდებლობის დონეზე.

"მისი საქმიანობა უნდა იყოს გამჭვირვალე. არგუმენტი უნდა იყოს გამჭვირვალე ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღმა, რომელიც დგას. იუსტიციის უმაღლესი საბჭო უნდა ექვემდებარებოდეს ანგარიშვალდებულებების დემოკრატიულ მოდელს", - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ცნობისთვის, „საქართველოს განვითარების ფონდი" ამ წუთებში სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გასაზრდელად შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილოებების პაკეტს აცნობს. შემუშავებული კანონპროექტები სასამართლო კორპუსის დაკომპლექტების რეგულაციების გამოსწორებას გულისხმობს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთმა უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე იერიში მიიტანა
საქსტატი - თებერვალში საქართველოს ეკონომიკა 9.5%-ით გაიზარდა
თავდაცვის მინისტრი საფრანგეთის ელჩს შეხვდა
ახალი სამაშველო ვერტმფრენი გერმანიიდან საქართველოში ჩამოიყვანეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics