16:19 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 13:01:48, 663 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი ვაშაძე "ნაციონალური მოძრაობის" ლიდერებს უპირისპირდება

გიორგი ვაშაძე „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ ტოვებს და პარტიის ლიდერებს გიგა ბოკერიას, მიხეილ მაჭავარიანს, ხათუნა გოგორიშვილს, გოკა გაბშვილს და დავით ბაქრაძეს უპირისპირდება.

მისი თქმით, ის დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემას უპირისპირდება.
როგორც გიორგი ვაშაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იგი ახალი მოძრაობის შექმნას გეგმავს.

მისივე თქმით, კაბინეტურ მმართველობას აქვს თავისი სახელები და გვარები - გიგა ბოკერია, მიშა მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი, გოკა გაბაშვილი და მათ ფასადად ქცეული დავით ბაქრაძე.

"მე უარს ვამბობ გარანტირებულ ადგილზე მომავალ პარლამენტში, ფასადურად განახლებული პარტიის სიით და ვიწყებ ახალი მოძრაობის შექმნას, რომლის მთავარი პრინციპი იქნება ახალი ადამიანები პოლიტიკაში, ახალი პოლიტიკური კულტურით, ახალი იდეებითა და გადაწყვეტილების მიღების ახალი მექანიზმებით", - განაცხადა ვაშაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა ლოჯისტიკის დღე აღნიშნეს
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics