11:24 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 15:52:31, 827 ნახვა

სამართალი
კოჟორიძე: პარტიების განცხადებებმა უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან დაკავშირებით გაუგებრობები გამოიწვია

ადამიანის უფლებათა საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლის კახა კოჟორიძის განცხადებით, პოლიტიკური პარტიების გუშინდელმა განცხადებებმა გაუგებრობები გამოიწვია, არა მხოლოდ საოზგადოებაში, მათ შორის უზენაესი სასამართლო კანდიდატებში.

კოჟორიძის თქმით, კანდიდატები გამოვიდნენ ინიციატივით რომ შეხვედროდნენ პრეზიდენტს. მათ პრეზიდენტთან ჰქონდათ კონკრეტული კითხვები.

„პრეზიდენტმა მათ აღუთქვა, რომ არანაირი კულუარული შეთანხმება ამ საკითხზე არ ყოფილა და არც მომავალში იქნება. შესაბამისად, პროცესში ცვლილებები არ შევა“, - აღნიშნა კოჟორიძემ.

პრეზიდენტის მრჩეველმა განაცხადა, რომ უზენაესი სასამართლო კანდიდატები დღეს ბრიფინგს გამართავენ და ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ.

„დღეს გამართულ ბრიფინგზე ისინი დააფიქისირებენ ამ საკითხთან დაკავშირებით თავიანთ პოზიციას, რაც აქვს ერთი მხრივ უზენაეს სასამართლოს და მეორე მხრივ გამოთქვამენ წუხილს რომელიც ამ პროცესთან დაკავშირებით არსებობს“, - განაცხადა კოჟორიძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სამოქალაქო საზოგადოებასთან და ადგილობრივ თემებთან შეხვედრები მიმდინარეობს
კაია კალასი - აქცენტი საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებაზე და არა მისგან დაშორებაზე უნდა გაკეთდეს
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics