13:01 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 15:59:09, 584 ნახვა

საზოგადოება
გუდიაშვილის მოედნის საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

თბილისის მერიის და თბილისის განვითარების ფონდის ორგანიზებით, ლადო გუდიაშვილის სახელობის მოედნის  საერთაშორისო არქიტექტურულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების პრეზენტაცია მოეწყო. 

„ღვინის ქარხანა N1“-ში გამართულ ღონისძიებას თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრო, საზოგადოებას სიტყვით მიმართა და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

დავით ნარმანიას განცხადებით, მისი წინასაარჩევნო დაპირების შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებული პროცესები მაქსიმალურად ღიად, გამჭვირვალედ და საზოგადოების ჩართულობით მიმდინარეობს.

„საერთაშორისო კონკურსის გზით შეირჩა წარმოდგენილი პროექტებიდან საუკეთესო, შესაბამისად, ეს საშუალებას მოგვცემს, რომ პროექტები კულტურული მემკვიდრეობის წესების დაცვით განხორციელდეს, რაც მნიშვნელოვანია, ერთის მხრივ, კულტურული ფასეულობების შენარჩუნებისთვის და მეორეს მხრივ, ამ ტერიტორიის მიმზიდველობის გაზრდისთვის, ვინაიდან, ეს ტურისტული თვალსაზრისითაც არის ძალიან საინტერესო. პროექტის განხორციელება მოგვცემს საშუალებას, რომ ამ ტერიტორიის მიმზიდველობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც იქნება“, - განაცხადა თბილისის მერმა, დავით ნარმანიამ.

მერიის ინფორმაციით, საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი თბილისის განვითარების მერ 2016 წლის 25 თებერვალს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო  გუდიაშვილის მოედანზე - გია აბესაძის ქ. 23/1, აბო თბილელის ქ. 3/8 და აბო თბილელის N3 - ში მდებარე მიწის ნაკვეთებზე  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის რეკონსტრუქციის და ისტორიულ გარემოსთან ადაპტირებული თანამედროვე შენობის საუკეთესო საპროექტო წინადადების გამოვლენა.

აბო თბილელის N3/8-სა და  N3-ში გაიმარჯვა "ატელიერ არქიტეტქს"-მა - რატი ჩომახიძემ და ვახტანგ კასრელიშვილმა, ხოლო გია აბესაძის ქ. N23/1-ში საუკეთესო პროექტი არქიტექტორთა ჯგუფმა : დავით ავალიშვილმა, ნიკოლოზ მჭედლიძემ და ლევან კალანდარიშვილმა წარმოადგინა. გამარჯვებულები დავით ნარმანიამ საპატიო სიგელებით დააჯილდოვა.

კონკურსის შედეგად, მომზადდა ისეთი პროექტები, რომლებიც თავისი ფუნქციით, ფორმებით და მასშტაბით გუდიაშვილის მოედნის განაშენიანების შესატყვისია. პროექტების მიხედვით, გუდიაშვილის მოედანზე შეიქმნება ახალი, თანამედროვე არქიტექტურული ნიმუშები, რომლებსაც კულტურული და საზოგადოებრივი ფუნქციური დატვირთვა ექნება.

ახალი თანამედროვე შენობები, ხელს შეუწყობს ისტორიული უბნის განვითარებას, ახალი ტურისტული ნაკადების გაჩენას და გუდიაშვილის მოედნის არეალის გამოცოცხლებას.

საკონკურსო წინადადების მიხედვით, გია აბესაძის ქუჩა N23/1 - ში მოეწყობა გალერეა, ხოლო აბო თბილელის ქ.3/8-სა და აბო თბილელის ქ.3-ში სასტუმროს, კაფე-ბარის, პარკინგის და მისი ფუნქციონირებისათვის საჭირო სხვადასხვა სივრცეები განთავსდება.

ღონისძიებაზე, ასევე, წარმოდგენილი იყო  კონკურსში მონაწილე 21 არქიტექტურული ნამუშევარი. პროექტების პრეზენტაციას თბილისის მერთან ერთად, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე და მერის მოადგილე ნინა ხატისკაცი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი გიორგი ბაიდარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, საკრებულოს წევრები, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე,  სპეციალისტები და პროექტის ავტორები ესწრებოდნენ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics