15:21 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 17:40:17, 648 ნახვა

სპორტი
ხიდაშელი: მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი

„მე ვიცი ზუსტად, ის, რაც წერია დოკუმენტებში, ის, რაზეც საუბრობენ ნატოს წევრი ქვეყნების ლიდერები, ის, რაც ხდება ნატოს მინისტერიალებზე... მე ვიცი, რომ საქართველო აუცილებლად გახდება ნატოს წევრი. მონტენეგროს მიწვევა დეკემბერში ნატოს წევრობისთვის არის საუკეთესო დასტური იმისა, რომ ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს და არავის ნატოს კარი არ ჩაუკეტავს“,- ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას განაცხადა. 

 თინათინ ხიდაშელის განცხადებით, დეკემბრის მინისტერიალის ტექსტი, სრულიად ცალსახად ამბობს, რომ მაპი არის პოლიტიკური გადაწყვეტილების პროცესის ნაწილი.

„საქართველოს აქვს ყველა ინსტრუმენტი ნატოს წევრობისთვის მოსამზადებლად. მე ძალიან ხშირად ვამბობ, რომ მაპი არის საქართველოს წარსული და ამას თავის დაზღვევის მიზნით არ ვამბობ... სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, არც ერთ ქვეყანას, რომელიც სოციალისტური ბანაკის გაქრობის შემდეგ ნატოს წევრი გახდა, არ ჰქონია არაფერი იმის მსგავსიც კი, რაც 19 მაისს იქნება საქართველოში. 19 მაისს ჩვენ გვექნება ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრის პირველი გამოშვების ღონისძიება. ველოდები, რომ წინადადებების პაკეტი, რომელიც თებერვლის თავდაცვის მინისტერიალზე წარვადგინე და, რომელიც ერთადერთი ამოცანის მატარებელია, რომ საქართველოს თავდაცვისუნარიანობა იყოს გაცილებით ფართო, მეტი ინსტრუმენტით დატვირთული, მეტი შესაძლებლობების მატარებელი შეჩერების პოლიტიკის ეფექტიანობისთვის, იყოს რეალიზებული ვარშავაში. ამ წინადადებებზე მიმდინარეობს მუშაობა, ამ წუთას თითქმის 90%-ზე მწვანე შუქი გვაქვს და დასტური გვაქვს ნატოდან... 11 მაისს ჩვენ ვიწყებთ სრულიად უპრეცენდენტო სწავლებას, ასეთი რამ საქართველოში არ ყოფილა. ეს მთელი წლის განმავლობაში გაწეული ძალიან დიდი შრომის შედეგია“,- განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს
ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი - თავდასხმის შემთხვევაში, ირანი ისრაელს დაუყოვნებლივ უპასუხებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics