06:00 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:10:56, 601 ნახვა

პოლიტიკა
მაკა ასათიანმა მაესტროს 25%-იანი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ თავისივე კომპანიას გადაუფორმა

მაკა ასათიანმა ტელეკომპანია „მაესტროში“ თავისი 25%-იანი წილი ნიდერლანდებში დარეგისტრირებულ კომპანიაზე ”მედია ფინანს გრუპს” გადააფორმა.

როგორც მაკა ასათიანის ადვოკატმა, გიორგი გვენეტაძემ განუმარტა, წილი კომპანია „მედია ფინანს გრუპზე“ გადაფორმდა, რომლის 100%-ის მფლობელი თავად მაკა ასათიანია. მისივე თქმით, ასათიანს ტელეკომპანია ”მაესტროში” საკუთარი წილი არ გაუყიდია.

ამასთან, ადვოკატი აცხადებს, რომ წილის გადაფორმება არ უკავშირდება „მაესტროს“ გარშემო ბოლო დროს მიმდინარე პროცესებს.

მისივე თქმით, წილის გაყიდვასთან დაკავშირებით არანაირი მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

ცნობისთვის, საჯარო რეესტრის ვებგვერდზე ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, შპს ”სტუდია მაესტროს” წილების მფლობელები შემდეგნაირად ნაწილდება - 15%- მამუკა ღლონტი, 5% - ეკატერინე აკობია, 55%- გიორგი გაჩეჩილაძე და 25% - ”მედია ფინანს გრუპ ბი.ვი”, ნიდერლანდები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics