16:38 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 18:56:02, 569 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ

საქართელოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა და პრეზიდენტის მრჩევლებმა ფიქრია ჩიხრაძემ და კახა კოჟორიძემ ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებთან საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების საკითხზე შეხვედრა გამართეს.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა იმ პრობლემებზე იმსჯელეს, რაც დღევანდელი ეტაპისთვის არსებობს საარჩევნო პროცესთან მიმართებაში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პოლიტიკური პარტიების ლიდერების მოსაზრებები მოისმინეს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით:

„ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. ჩვენ მხარს რომელიმე კონკრეტულ მოდელს არ ვუჭერთ, ჩვენ მხარს ვუჭერთ შეთანხმების პროდუქტს, რომ მაქსიმალურად პოლიტიკური ძალები ჩამოყალიბდნენ ერთნაირად მისაღებ, უფრო უმჯობეს საარჩევნო გარემოზე და საარჩევნო წესებზე.  თუ პოლიტიკური სპექტრი ჩამოყალიბდება იმაზე, რომ ე.წ. გერმანული მოდელი ან მისი რაიმე მოდიფიცირებული მოდელი, არის პოლიტიკური ძალების უდიდესი ნაწილისთვის მისაღები, ჩვენ მზად ვართ აქტიურად ჩავერთოთ ამ პროცესში, მივცეთ უფრო მეტი დინამიკა ამ პროცესს. მეტიც, მზად ვართ ჩავერთოთ მმართველ კოალიციასთან დიალოგშიც. ძალიან გვინდა, რომ 2016 წლის არჩევნები ჩატარდეს უფრო მაღალი თანხმობის, უფრო მაღალი ლეგიტიმაციის, უფრო უკეთესი საარჩევნო გარემოს პირობებში. ეს არის ჩვენი ფუნდამენტური ინტერესი და ამ ინტერესის თაობაზე იყო  სწორედ დღეს საუბარი", - განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს
რუმინეთში, უკრაინის საზღვართან დრონი ჩამოვარდა
კობახიძე - ივანიშვილთან მაქვს რეგულარული კომუნიკაცია - ის, როგორც საპატიო თავმჯდომარე, ჩართულია პოლიტიკურ პროცესებში
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჯო ბაიდენს აშშ-ში 9 მაისს შეხვდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics