05:52 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 19:06:17, 838 ნახვა

ეკონომიკა
"ზედაზენს" კიდევ ერთი ამერიკული ბრენდი Royal Crown Cola შეემატა

Royal Crown Cola-ს ამერიკული წარმატების 111 წლიანი ისტორია  საქართველოში  გრძელდება.

წარწერა - „დამზადებულია საქართველოში“კიდევ ერთ ლეგენდარულ ამერიკულ პროდუქტზე გაჩნდა. სასმელი, რომლის ჩამოსხმა ჯორჯიის შტატში 1905 წელს დაიწყო 111 წლის შემდეგ უკვე საქართველოში იწარმოება.

როგორც ს.ს ქართული ლუდის კომპანიის  სამეთვალყურეო საბჭოს  თავმჯდომარე ცეზარ ჩოჩელმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამერიკული ბრენდი, რომელიც შეერთებულ შტატებში გაზიან-გამაგრილებელი სასმელების სამეულში შედის, ორიენტირებული იქნება როგორც შიდა მოხმარების ბაზარზე, ასევე იმპორტზეც. ჩოჩელმა აღნიშნა, რომ პროდუქციის პირველი პარტიები აფრიკის კონტინენტზე გაიგზავნება. კომპანიის ხელმძღვანელს იმედი აქვს, რომ საქართველოს ბაზარზე ანალოგების ჩანაცვლება სწორედ ამ ბრენდით მოხდება. არსებობს მრავალი მიზეზი, იმისა რომ RC Cola - ს სხვა კონკურენტებთან შედარებით უპირატესობა მიენიჭოს. პრეზენტაციას აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები და Royal Crown Cola-ს  ხელმძღვანელი პირები  ესწრებოდნენ.

„Royal Crown Cola - ეს უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ გამაგრილებელი სასმელი. უცვლელი გემო და  თავისუფლება.  სწორედ  ეს თვისებები გამოარჩევს  Royal Crown Cola – ს  სხვა  გამაგრილებელი სასმელებისგან და მას უძველესი ისტორია გააჩნია.  სასმელი რომელიც საუკუნეზე მეტია, ამერიკული პოპულარული კულტურის გამორჩეული ნაწილია, საქართველოს ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება“, - გნაცხადა - Royal Crown Cola- ს  ბიზნესის განვითარებისა და მარკეტინგის  ვიცე პრეიზიდენტმა მოში კოჰენმა.

აშშ-ის საელჩოს პოლიტიკურ-ეკონომიკური სექციის ხელმძღვანელის მოადგილის ქრისტიან მურის განმარტებით, RC Cola -ს საქართველოში შემოსვლა  ძალიან მნიშვნელოვანი და  სიმბოლური თარიღია „ 111 წლის  შემდეგ არსი კოლა ჯორჯიის  შტატიდან ჯორჯიაში, იგივე  საქარველოში შემოვიდა.   წარმატებას ვუსურვებ  ამ ახალ და  ძალზედ  საინტერესო  წამოწყებას საქარველოში“, - განაცხადა ქრისტიან  მურმა.

შეგახსენებთ, RC Cola -ს წარმოება   ამერიკის  შეერთებულ შტატებში, ჯორჯიის შტატში,  1905  წლიდან  დაიწყო. სწორედ  ამ პერიოდიდან დაიწყო მისი ეროვნულ სასმელად  ჩამოყალიბება.

 

ფოტო რეპორტაჟი

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ნათელი ხდება, რამდენად მნიშვნელოვანია დავიცვათ ჩვენი ეროვნული ღირსება, ოჯახური ღირებულებები და ამაყად გავაგრძელოთ სვლა წინ - გელოდებით ყველას 29 აპრილს
კრამონი - ივანიშვილი ცდილობს საქართველოში „რუსკი მირი“ დაამყაროს
ფოტიგა - ჩვენ მოვითხოვთ სანქციებს ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ
კუბილიუსი - ამ კანონის მიღების შემთხვევაში, მოლაპარაკება გაწევრიანებაზე უნდა შეჩერდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics