14:34 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 21:30:24, 581 ნახვა

პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა პოლონეთს კონსტიტუციის დღე მიულოცა

პოლონეთი საქართველოსთვის არა მხოლოდ ნამდვილი მეგობარია, არამედ  არის მოდელი ქვეყანა ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პოლონეთის კონსტიტუციის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო მიღებაზე შეკრებილ სტუმრებს.

მთავრობის მეთაურმა პოლონეთს ეროვნული დღესასწაული მიულოცა და საქართველო-პოლონეთის მეგობრობაზე ისაუბრა.

„დღეს დიდი დღეა, რომელიც გახდა საფუძველი იმისა, თუ როგორია პოლონეთი დღეს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის  ბრძოლის და ჩვენი მოქალაქეების უკეთესი მომავლისთვის ბრძოლაში გაღებული მსხვერპლის ერთნაირი რწმენა. პოლონელი ხალხის სიძლიერე და გმირობა სამაგალითო იყო საქართველოს მოქალაქეებისა და ყოფილი საბჭოთა სივრცის სხვა ხალხებისთვის. პოლონეთმა წარმატებით განვლო თავისი გზა ევროკავშირისა და ნატოსკენ და ჩვენ მივყვებით თქვენს ნაბიჯებს. ჩვენ გვაკავშირებს თანამშრომლობა უამრავ სექტორში. პოლონეთის გულუხვი დახმარება საქართველოსადმი კი, ჩვენი ინსტიტუციებისა და საკანონმდებლო სივრცის დემოკრატიზაციასა და ევროპეიზაციას ემსახურება. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მადლობა გადაგიხადოთ  საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ურყევი მხარდაჭერისთვის. გილოცავთ კონსტიტუციის დღეს!"- განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

გიორგი კვირიკაშვილს საზეიმო ღონისძიებაზე დასწრებისთვის მადლობა გადაუხადა პოლონეთის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში ანჟეი ჩიეშკოვსკიმ და აღნიშნა, რომ პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას ევროპულ და ევროატლანტიკურ ოჯახში.

პოლონეთის რესპუბლიკის ეროვნულ დღესასწაულთან დაკავშირებით, საქართველოში პოლონეთის საელჩოს მიერ ორგანიზებულ საზეიმო მიღებას, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
კალაძე „საგადასახადო კოდექსში“ შეტანილ ცვლილებებზე - ეს ხელს შეუწყობს ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში მეტი ინვესტიციის მოზიდვას
კალაძე ოპოზიციაზე - იმის მაგივრად, ყველას მოუწოდონ, ჟურნალისტებს ხელი არ შეუშალონ სამუშაო პროცესში, მათ აბულინგებენ
სოფელ გეგელიძეებში, ახალი სოფლის სახლის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics