16:12 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 21:55:12, 429 ნახვა

სპეციალური ანონსი
6 მაისის სპეციალური ანონსი

6 მაისს, 10:30 საათზე, თბილისის საკრებულოს მთაწმინდის მაჟორიტარი წევრი ჯაბა ჯიშკარიანი მთაწმინდის გამგებელთან და მოსწავლეებთან ერთად დედაქალაქის მერიის პროექტის “მილიონი ხე“ ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღებს მონაწილეობას. 
ღონისძიების ფარგლებში, მთაწმინდის შემოერთებულ ტერიტორიებზე 250 ხე-მცენარის დარგვაა დაგეგმილი.
შეხვედრის ადგილი: თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო; თავისუფლების N2 
საკონტაქტო პირი თეკლე კერესელიძე - 577152166

6 მაისს, 11:00 საათზე, ტექნოპარკში MDI & Associates -ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი მარკ ივანოვსკი ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ირაკლი ქაშიბაძესთან ერთად სტარტაპ ბიზნესების წარმომადგენლებს შეხვდება, რომელთა შორის იქნებიან პროგრამა ,,ბიზნეს ინკუბატორის“ გუნდები.

6 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტს ეწვევა და შენობის სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს დაათვალიერებს.

6 მაისს, 11:00 სათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორის მოადგილე მერაბ ლიპარტია სამუშაო შეხვედრას გამართავენ.
თემა: საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინსექციო სამუშაოები. 
მის: წერეთლის 144 (ჯანდაცვის სამინისტრო)

6 მაისს, 11:00 საათზე, სასტუმრო „ჰუალინგში“ კონფერენცია გაიმართება. თემა: "უპილოტო საჰაერო ხომალდების მონიტორინგი და უსაფრთხო ოპერირება საქართველოს საჰაერო სივრცეში" (UAV Monitoring and Safe Operation in Georgia).
საკონტაქტო პირი ვერიკო ბახტაძე - 577 46 89 89

6 მაისს, 12:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში, მე-8 სართულზე ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ახალ დირექტორს ქეთევან ჩაჩავას წარადგენს და საქართველოში ევროპის დღეების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ისაუბრებს.
მის.: ინგოროყვას ქ. #7

6 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა თემატიკაზე საბურთალოს რაიონის გამგეობის მიერ ორგანიზებული სამთვიანი პროექტის - „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენცია გაიმართება. 
მის.: ვაჟა-ფშაველას N33, სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობა
საკონტაქტო პირები: თენგიზ ფოფხაძე - 591015270, ნინო გულბათაშვილი - 595169163

6 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმროში „Rooms Hotel Tbilisi“ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის 25 წლისთავთან დაკავშირებით, კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონალური დირექტორი ბრუნო ბალვანერა და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური ერთობლივ ბრიფინგს გამართავენ. 

6 მაისს, 12:00 საათზე, კამპანია „ეს შენ გეხებას“ წევრები პარლამენტის თავმჯდომარეს დავით უსუფაშვილს შეხვდებიან. 
თბილისი, პარლამენტის შენობა, A კორპუსი, დავით უსუფაშვილის კაბინეტი 

6 მაისს, 13:30 საათზე, „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში მიმდინარე ინტერესთა კონფლიქტისა და კორუფციის რისკების შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: აღმაშენებლის №61

6 მაისს, 18:00 საათზე, თანამედროვე ხელოვნების გალერეაში “SFUMATO“ მხატვარ ვლადიმერ (ვოვა) კანდელაკის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა გაიხსნება. 
მის: ინგოროყვას ქ. #19




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ღარიბაშვილი - თუ იმ დროისთვის, როცა ქვეყანა იქნება მზად, გახდეს ევროკავშირის წევრი, ძალიან მარტივად შეიძლება ამ კანონის გაუქმება
ღარიბაშვილი - გამჭირვალობას ვინც ეწინააღმდეგება, არაფერი აქვს საერთო დემოკრატიასთან
უკრაინაში სამხედრო დახმარებისთვის, სლოვაკეთის მოქალაქეებმა ორ მილიონ ევროზე მეტი შეაგროვეს
EBA - კანონპროექტი შეიცავს უცხოელი ინვესტორების მიმართ ნეგატიური სტერეოტიპების გამყარების და ინვესტიციების შემცირების რისკს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics