17:04 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 23:16:05, 3499 ნახვა

ეკონომიკა
როგორ და რატომ გაამართლა საქართველოში ზეთისხილის პლანტაციების ინვესტიციამ

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში  ქართული  ზეთის ხილის  გადამამუშავებელი  პირველი ქარხანა გაიხსნა.   საწარმო  ჰოლანდიურ–თურქული  ინვესტიციით,   პროექტ „სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი  საწარმოების  თანადაფინანსების“  ფარგლებში გაიხსნა.  პროექტი, რომლის  საერთო საინვესტიციო ღირებულება დაახლობით  5 მილიონი ლარია, ბიზნესმენმა გიორგი სვანიძემ განახორციელა.ზეთისხილის საწარმო  ულტრათანამედროვე  ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი, რაც  უმაღლესი ხარისხის  კონკურენტუნარიანი  ქართული  პროდუქციის  წარმოების საშუალებას იძლევა. ქარხნის წარმადობა  სეზონზე რამდენიმე ასეული ტონა ( საათში  10 ტონა) საქართველოში უკანასკნელი 7 წლის მანძილზე აქტიურად მიმდინარეობს ზეთისხილის კულტურის დანერგვა, რომელსაც ანხორციელებს  შ.პ.ს  "Geo Olive" და შ.პ.ს  "დემეტრა". საქართველოში შემოტანილია 250 000 ზეთისხილის ნერგი, პლანტაციების გასაშენებლად ჩაიდო რამოდენიმე მილიონის ინვესტიცია. ზეთისხილის ქარხანის მუშაობაზე და ზოგადად ზეთისხილის ბიზნესის მდგრადობაზე და პერსპექტივაზე გიორგი სვანიძეს,  კომპანიის დამფუძნებელს და ხელმძღვანელს ვესაუბრეთ.

-რამდენად პერსპექტიული და მომგებიანია ზეთის ხილის  ბიზნესი საქართველოში? მხედველობაში მაქვს, როგორც ზეთისხილის ქარხანა ასევე პლანტაციები.

- თურქეთის სათვისტომოს ხელმძღვანელი ბატონი ახმედი, საქართველოს სათვისტომოს წარმომადგენელი ბატონი ალი და მე ჰოლანდიის სათვისტომოს წარმომადგენელი ერთ-ერთ შეხვედრაზე ვმსჯელობდით და გადავწყვიტეთ, რომ ზეითუნის ზეთის პლანტაციები საქართველოშიც გაგვეშენებინა. ბატონი ალი იმ ოჯახის მესამე თაობის წარმომადგენელია, რომელსაც  ზეთისხილის წარმოების   ასწლიანი გამოცდილება  გააჩნია.

პატრიარქმა კურთხევაც მოგვცა, ის ყოველთვის ამბობდა, რომ საქართველოში აუცილებლად გაიხარებს ზეთისხილი. ბატონი ალის და ბატონი ახმედის ოჯახებმა საქართველოში ათამდე გამოცდილი ექსპერტი ჩამოიყვანა, რომლებმაც დაიწყეს საქართველოში ნიადაგისა და ტემპერატურის გამოკვლევა. ზეთისხილი თითქმის მთელს საქართველოში დავრგეთ: ბაღდადში, ოზურგეთში, კახეთში და ა.შ.

  • იყო  თუ არა  რისკები  ბიზნესის  დაწყებისას?

-რა თქმა უნდა, როდესაც ბიზნესს იწყებ, მას ყოველთვის მოყვება რისკი. ამ შემთხვევაში ჩვენ არ ვიცოდით გაამართლებდა თუ არა ეს ბიზნესი საქართველოში, უბრალოდ ბატონი ალისა და მამამისის დიდი გამოცდილებით ვფიქრობდით, რომ საქართველოში ეს რისკი გაამართლებდა.
 

-რაც შეეხება საგადასახადო კუთხეს. სახელმწიფო მუდმივად ამბობს, რომ ქვეყანაში მიმზიდველი საინვესტიციო კლიმატია.


 

-რა თქმა უნდა.  წარმოიდგინეთ მე ჰოლანდიის მოქალაქე იმ ქვეყნებში სადაც სხვადასხვა ბიზნესი გვქონდა, იგივე ჰოლანდიასა და თურქეთში, დაახლოებით მოგების 50% ვუხდიდით საგადასახადო სისტემას. ამას გარდა, დღევანდელი სახელმწიფოს ხელშეწყობა გამოიხატება იმაში, რომ თუ შენ მოგებას რეინვესტირებას უკეთებ მოგების გადასახადი თითქმის საერთოდ ნულდება, ეს არის უდიდესი ხელშეწყობა სახელმწიფოს მხრიდან.

ჩვენ  დავიწყეთ დაახლოებით 10 000 ნერგით, რომელსაც 5-6 წლის განმავლობაში ვუვლიდით, შემდეგ მივიღეთ პირველი ქართული ზეთისხილი, ეტაპობრივად ირგვებოდა დამატებითი ნერგებიც, შენდებოდა  პლანტაცია და საბოლოოდ, ავაშენეთ ზეთისხილის  გადამამუშავებელი საწარმო.  


 

-რამდენად კონკურენტუნარიანია ქართული ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი?
 

- თურქული ზეთისხილი უფრო მომწონს ვიდრე ბერძნული. საქართველოში ზეთისხილის ნერგები 10-12 სანტიმეტრით უფრო მაღალი იზრდება ვიდრე თურქეთში. რაც შეეხება ნაყოფს, კანი უფრო თხელია კურკა კი უფრო პატარა, რაც ზეთისხილის ხარისხზე მეტყველებს. საქართველომ დაანახა მსოფლიოს, რომ მას შეუძლია აწარმოოს უმაღლესი ხარისხის ზეთისხილი და ზეითუნის ზეთი.  რაც შეეხება ზეთის ხილს, როგორც  ნედლეულს,  მსოფლიოს მონაცემებით 4-5 კილოდან დაახლოებით 1ლიტრამდე ზეთი გამოდის და საქართველოში მოყვანილი 3 კილო ზეთისხილიდან კი 1ლიტრი. ეს საკმაოდ კარგი და შთამბეჭდავი შედეგია.

-ყველა ინვესტორი ფიქრობს ბაზრის  რისკებს,  მე მაინტერესებს რა იყო ის რისკები როცა დაიწყეთ ბიზნესი?  ამ კითხვით თურქული მხარის  წამომადგენელს, ალი სამიოზელს მივმართეთ

-ვფიქრობ, რომ ბაზრის პრობლემა საერთოდ არ გვექნება. ჩვენ ვიცით რომ საქართველოში წელიწადში 200 ტონა ზეითუნის ზეთი შემოდის და ეს არის მეორე ან მესამე ხარისხის ზეითუნის ზეთი. ჩვენ ვაპირებთ, რომ საკმაოდ დაბალ ფასად შევიტანოთ პროდუქცია ბაზარზე და ჩვენი პროდუქტის ხარისხიც ბევრად მაღალია იმპორტულ პროდუქტთან შედარებით. ასევე მნიშვნელოვანია ბრენდის პოპულარიზაცია. გვირჩევნია ბაზარზე შევიტანოთ ცოტა რაოდენობით, მაგრამ მაღალი ხარისხის. თუქული კომპანია ერთ ლიტრ ზეთს დაახლოებით 30 დოლარად ყიდის, ჩვენ კი 10 დოლარად.

ისევე, როგორც ყველა კომპანია ვფიქრობთ ექსპორტზეც, ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ჩვენი მიზანია: ამერიკის, ევროპოს, რუსეთის და სხვა ქვეყნების ბაზარზე მოხვედრა. ჩვენ ასევე ვმუშაობთ მარკეტინგის და პიარის კუთხითაც. ჩვენ ვცდილობთ კარგად შევისწავლოთიმ  ქვეყნების ბაზრის, საგადასახადო და სატრანსპორტო სისტემა იმ ქვეყნებში,  სადაც ვაპირებთ პროდუქციის ექსპორტს.

საუბარში  თურქეთის მხარის კიდევ ერთი წარმომადგენელი ახმედ  კაჰრამანი ჩაერთო.

 -ბატონო ახმედ, რა იყო ის მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტეთ, რომ საქართველოში დაგეწყოთ ეს ბიზნესი?

 
-თურქეთში ძალიან ბევრი ქართველი გავიცანი, და მათგან გავიგე, რომ საქართველოში ზეითუნის ზეთის ბიზნესი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით თურქეთში ის კლიმატური პირობები, რომლებიც სასარგებლოა ზეითუნისთვის და საქართველოშიც სწორედ ისეთი ნიადაგის ძებნა დავიწყეთ, რომელიც შესაბამისობაში მოვიდოდა. თავიდან  ფულზე არ გვიფიქრია, ამ ეტაპზეც არ წარმოადგენs ფული ჩვენთვის პრიორიტეტს, ჩვენი მიზანია საქართველოში ამ კულტურის ჩამოტანა და განვითარება.

-გასაგებია, რომ კარგი კლიმატია, მაგრამ კონკრეტულად თუ შეგიძლიათ ისაუბროთ რისკებსა და საფრთხეებზე?

-რა თქმა უნდა ყველა ბიზნესში არსებობს რისკი და სოფლის მეურნეობაში უფრო მეტად. ჩვენ დეტალურად მივიღეთ მონაცემები ჰაერზე, საქართველოში იცის ყინვა, თოვლი, სეტყვა, ქარი და გვინდოდა გაგვეკონტროლებია და თავიდან აგვეცილებია სხვადასხვა სტიქიური მოვლენები. ზეთისხილისთვის მთავარ საფრთხეს ყინვა წარმოადგენს. ნარგავები განადგურდება მაშინ თუ -12 გრადუსი ყინვა 50 საათის განმავლობაში გაგრძელდა.


-გაამართლა თუ არა ამ ყველაფრის შემდეგ ინვესტიციამ?

-დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გაამართლა. პირველი რისკი, რომელიც არსებობდა იყო ყინვა, შემდეგი ფაქტორი არის საერთოდ ღირს თუ არა ამ ბიზნესის წარმოება? რათქმაუნდა ღირს, იმიტომ რომ თუ ვადარებთ საქართველოს სხვა ქვეყნებს მაგალითად: საბერძნეთს, იტალიას, ესპანეთს, თურქეთს და ა.შ ამ ქვეყნებში მუშა ხელი ღირს ძალიან ძვირი, საათში დაახლოებით 8-10 ევრო ჯდება, ეს დაახლოებით 25 ლარის ტოლია. საქართველსო დღიური შემოსავალი კი 25-30 ლარია. ასევე დენის ტარიფი საქართველოში ბევრად დაბალია ვიდრე ზემოთ ხსენებულ ქვეყნებში.

კომპანიებმა „ქართული ზეთისხილი“ და „ჯეო ოლივი“ რამდენიმემილიონიანი ინვეტიცია განახორციელა, რის შედეგედაც    300 ჰექტარზე  ზეთისხილის პლანტაცია  (250 ათასი ზეთისხილის ნერგი) გაშენდა.   ქართული  ზეთისხილის  პირველი მოსავალი   კომპანიამ საკუთარივე  საწარმოში გადაამუშავა და საკმაოდ ხარისხიანი და უხვი მოსავალიც მიიღო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჰანკე ბრუინს სლოტი - ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და შეიძლება საქართველოს ევროკავშირის გზა დააზიანოს
ნინო ნიჟარაძემ ხულოს მუნიციპალიტეტის მერთან ერთად, ხულოს სოფლის ექიმებთან შეხვედრა გამართა და ჟანგბადის კონცენტრატორები გადასცა
იუკნევიჩიენე - საქართველოს სჭირდება დებიძინიზაციის კანონები და არა რუსული, უცხოელი აგენტების კანონი
ოპოზიციური პარტიები - ვაცხადებთ სრულ კოორდინაციასა და მობილიზაციას კანონის მეორე მოსმენით განხილვის დღისთვის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics