03:30 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 10:03:13, 459 ნახვა

პოლიტიკა
უსუფაშვილი: ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლას

პარლამენტის თავმჯდომარის დავით უსუფაშვილის განცხადებით, საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმითღ ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა.

უსუფაშვილის თქმით,  ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით.

ამასთან, როგორც „ექსპრესნიუსს“ საქართველოს პარლამენტიდან აცნობეს, ევროპის საბჭოს საპარალამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის თანამომხსენებლების ბორის სილევიჩის და კერსტინ ლუნდგრენის ვიზიტი საქართველოში გრძელდება.

 

მათივე ინფორმაციით, სტუმრებს სამუშაო ვახშამზე დავით უსუფაშვილმა უმასპინძლა.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე ისაუბრეს.

დავით უსუფაშვილმა კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველომ ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმით ნაკისრი ყველა ვალდებულება წარმატებით შეასრულა და ქართველი ხალხი იმსახურებს ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობით უახლოეს მომავალში ისარგებლოს.

 საუბარი შეეხო მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებს, ასევე, მის მშვიდ და დემოკრატიულ გარემოში ჩატარების მნიშვნელობას. მხარეებმა რეგიონში მიმდინარე პროცესები და ქვეყანაში არსებული მედიაგარემო მიმოხილეს და ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით არსებულ მდგომარეობასა და გამოწვევებზე იმსჯელეს.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს
„არა რუსულ კანონს, კი ევროპას“ - აქციაზე შეკრებილი მოქალაქეები მსვლელობით ევროპის მოედანზე მივიდნენ
რეჯეფ თაიფ ერდოღანი ანკარაში ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს შეხვდა
ზელენსკი - მადლობელი ვარ პრეზიდენტ ბაიდენის, კონგრესისა და ყველა ამერიკელის

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics