01:27 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 11:46:57, 3589 ნახვა

ეკონომიკა
PSP ამერიკულ ბრენდ "სოლგართან" თანამშრომლობას იწყებს

PSP ამერიკულ  ფარმაინდუსტრიის  გიგანტ "სოლგართან" თანამშრომლობას იწყებს.

თანამშრომლობის შესახებ მემორანდუმს ხელი  სასტუმრო "ჰოლიდეი ინში"  გამართულ ღონისძიებაზე მოეწერა. PSP "სოლგარის" ექსკლუზიური  პარტნიორი გახდება და  მომხმარებელს  სრულიად საქართველოში  ამერიკულ საკვებ დანამატებს შესთავაზებს.

"ბოლო პერიოდში მკვეთრად შეიცვალა საკვების ხარისხი და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად უფრო მეტ  ადამიანს ესაჭიროება საკვები დანამატები, თუ ვიტამინები. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საშუალება მოგვეცა, ვითანამშრომლოთ საქართველოს  წამყვან სააფთიაქო ქსელთან და  ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზოთ საუკეთესო ხარისხის პროდუქტები. PSP საქართველოში ლიდერია, ჩვენ კი,  მსოფლიოს მასშტაბით წარმატებულები ვართ საკვები დანამატებით წარმოებაში. მოხარული ვართ, რომ PSP-ს სახით, სანდო და საიმედო პარტნიორი შევიძინეთ",-განაცხადა "სოლგარის" პრეზიდენტმა  ჩენჩელ  ჩადჰამ.

"PSP ჯგუფის"  დირექტორის  გოჩა  გოგილაშვილის განცხადებით, "სოლგარის" პროდუქციას ევროპასთან შედარებით, საქართველოში უფრო ხელმისაწვდომი ფასი ექნება:

"ეს არის საკვები დანამატები, რომელიც საჭიროა ჩვენი მოსახლეობის ჯანმრთელობის პრევენციისთვის. ზოგადად,  ჩვენი მოსახლეობა მიმართავს ექიმს, როცა ხდება ავად და შემდეგ იწყებს მკურნალობას. ეს პროდუქცია გახლავთ სწორედ იმისათვის, რომ ავად არ გავხდეთ. მომავლაში იგეგმება ასორტიმენტის გაზრდა. ის წარმოდგენილია მსოფლიოს ძალიან ბევრ  ქვეყანაში. საქართველოში ევროპასთან შედარებით, უფრო ხელმისაწვდომი ფასი იქნება. ეს მაღალი ხარისხის პროდუქტი გააუმჯობესებს ჩვენი მოსახლეობის  ჯანმრთელობის ხარისხსს. ის განკუთვნილია როგორც უფროსებისთვის, ისე ბავშვებისთვის. "სოლგარის"  პროდუქცია საქართველოს მოსახლეობისთვის, ვინც უცხოეთში მოგზაურობს, ცნობილია და იძენენ უცხოეთში. აქამდე თუ შეიძინეს უცხოეთში, როდესაც გახდება ცნობილი საქართველოში, უცხოეთში აღარ შეიძენენ",-აღნიშნა გოჩა გოგილაშვილმა.

 "სოლგარი ჯგუფის" ხელმძღვანელის მაია მითაძის განმარტებით, "სოლგარის" პროდუქცია 100%-ით მცენარეულია და კონსერვატებს და რაიმე ქიმიურს არ შეიცავს:

""სოლგარი" გახლავთ მსოფლიოში ცნობილი ბრენდი, რომელიც აწარმოებს კვებით დანამატებს, ვიტამინებს, მცენარეულ ნაკრებს შეიცავს. ეს არის პრემიუმ ხარისხის პროდუქცია, არ შეიცავს არანაირ კონსერვატებს, არაფერს ქიმიურს. "სოლგარის" ჩამონათვალში აქვს 600-მდე პროდუქცია, აქდან 22 შემოვიდა სასტარტო ეტაპისთვის საქართველოში, თუმცა ეს რაოდენობა ძალიან მალე მოიმატებს. სულ რამოდენიმე თვეა, რაც პროდუქცია ჩვენთან არის საქართველოში",-აღნიშნა მაია მითაძემ.

"სოლგარი" ცნობილი ამერიკული ბრენდია, რომელიც 1947 წელს დაფუძნდა. ბრენდის მთავარი ოფისი აშშ-ში, ნიუ ჯერსიში, მდებარეობს. ბრენდი მსოფლიო მასშტაბით ლიდერია  საკვები დანამატების  წარმოებასა და რეალიზაციაში. სოლგარი მსოფლიოს  მასშტაბით 50-მდე  ქვეყანაში მუშაობს.  სხვადასხვა დროს "სოლგარი"  ბრიტანეთის საუკეთესო ვიტამინებისა და მინერალების მწარმოებელ საერთაშორისო კომპანიად დასახელდა. ბრენდს მიღებული აქვს ამერიკის საუკეთესო ვიტამინებისა და საკვები დანამატების მწარმოებლის ჯილდო.

 

(R)




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ
სააკაშვილი - რუსულ ოფშორულ ფულს თან კრიმინალი და სიღარიბე მოჰყვება - ქვეყანას პირდაპირ სანქციები დაემუქრება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics