18:17 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 13:14:19, 730 ნახვა

სხვადასხვა
შავიზღვისპირა ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების გავრცელების საწინააღმდეგო სამუშაოები იგეგმება

საქართველოს შავიზღვისპირა საკურორტო ზოლში დაავადებათა გადამტანი მწერების (კოღოების) გავრცელების საწინააღმდეგო ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები იგეგემება.

ამ თემასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელსაც შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო, სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, დაავადებათა კონტროლის  ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე და სურსათის ეროვნული სააგენტოს დირექტორი პაატა ლიპარტია დაესწრნენ.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ აღნიშნა, უახლოესი დღეების განმავლობაში მთელი საქართველოს მასშტაბით  დამუშავებითი სამუშაოები დაიწყება,  რომლის ამოცანაა  მწერის მიერ გადატანილი დაავადებების რისკის მინიმუმამდე ჩამოყვანა ან შესაძლოა საერთოდ ანულირება.

„ძირითადად, საქართველოსთვის პრობლემა იყო მალარია. ბოლო წლებში გატარებულმა რეფორმებმა მალარიის შემთხვევები თითქმის ერთეული გახადა, მაგრამ გამოჩნდა ახალი რისკები. ეს რისკები  არის,  მზარდი ტენდენცია მთელი მსოფლიოს მასტაბით მწერების მიერ გადატანილი დაავადებების. ეს არ არის მარტო მალარია, ეს არის ზიკა, დეგედენგე, ჩიკუნგუნია. საქართველოში გამოჩნდა კოღოს სახეობები, რომლებიც პოტენციურად არიან ამ დაავადებების გადამტანები. ამიტომ , ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად  შევიმუშავეთ გეგმა, რომელიც რისკ-წერტილებს, წყალსატევებს, იმ ზონებს, სადაც შეიძლება ამ კოღოების გამრავლება მოხდეს დაამუშავებს მთლიანად. ჯანდაცვის სამინისტრო იმ პრეპარატით, რომელიც ადამიანისთვის უსაფრთხო არის ამუშავებს შენობის შიდა სივრცეებს. სოფლის მეურნეობის სამინისტრო დაამუშავებს წყალსატევებს და იმ არეალებს, სადაც არის მაღალი რისკები. ამ პრეპარატებს სამ თვიანი მოქმედების ვადა აქვთ და  სამუშაოები  ჩატარდება ორ ეტაპად. შესაბამისად, ეს რისკები მინიმუმადე იქნება ჩამოყავნილი ან იქნება განულებული“,-განაცხადა დავით სერგეენკომ.

ამასთან,  სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ ნოდარ კერესელიძემ  ისაუბრა აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით.

კერესელიძის განცხადებით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო და სურსათის ეროვნული სააგენტო  აჭარის, სამეგრელოს და გურიის რეგიონში 2000 ფექტრამდე  ტერიტორიას დაამუშავებს.

„დამუშავდება წყალსატევები და ღია სივრცეები. წყალსატევები დამუშავდება ბიო პრეპარატებით, ხოლო ღია სივრცე  თერმული ნისლის მეთოდით. აღნიშნული მეთოდი ძალიან ეფექტურია და ველოდებით  დადებით ეფექტს“,-აღნიშნა კერესელიძემ.

საქართველოში გვიანი გაზაფხულიდან აქტიურდება  და შუა შემოდგომამდე გრძელდება დაავადებათა გადამტანი  კოღოების გამრავლება. სწორედ ამიტომ შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, სოფლის მეურნეობის სამინისტროებისა და ადგილობრივი  მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურები სადეზინფექციო სამუშაოებს მაის-ივნისს და აგვისტო-სექტემბერში განახორციელებენ.

გადამტანების პოპულაციის დეზინსექციით კონტროლი- მრავალმხრივი ღონისძიებების ერთიანობაა, რომელიც მოიცავს ღია და დახურული სივრცეების დამუსავებას ისეთი საშუალებებით, რომლებიც არის ადამიანებისთვის მაქსიმალურად  უსაფრთხო და კოღოების გამრავლების სხვადასხვა სტადიაზე განადგურების თვალსაზრისით- მაქსიმალურად ეფექტური.

აღნიშნული უწყებების მიერ შემუშავებულია სპეციალური გეგმა, რომელიც გულისხმობს შავიზღვისპირა საკურორტო ზონის უსაფრთხოების უზრუნველყოფას ანაკლიიდან სარფამდე.

კერძოდ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრისა და მუნიციპალიტეტების საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურების მიერ განხორციელდება შენობების შიდა დამუშავება ეკოლოგიურად უსაფრთხო სილფუტრინის ჯგუფის ინსექტიციდით, რომლის ნარჩენი მოქმედებს მინიმალური ვადა 3 თვეა და ორჯერადი დამუშავებით დაიფარება დაავადებების ტრანსმისიის მთლიანი  სეზონი, რაც  საქართველოსთვის შეადგენს 6-7 თვეს.

პარალალურად, სურსათის ეროვნული სააგენტოს ფიტოსანიტარიის დეპარტამენტის ძალებით განხორციელდება კოღოების  განხორციელდება კოღოების გამოჩეკის  ადგილების -წყალსატევებისა და ტყისპირა ზოლების დამუშავება. ღია სივრცეების დამუშავება მოხდება  „თერმული ნისლის“ ტექნოლოგიით, ხოლო წყალსატევების - საქართველოსთვის სრულიად ახალი, ეკოლოგიოურად  უსაფრთხო ბიოლოგიური პრეპარატით. ( bacillus thuringiensis var. Israelensis)

ამგვარად, 2016 წელს  საქართველოს შავი ზღვისპირეთის საკურორტო ზოლში ტრანსმისიური  დაავადებების გადამტანების წინააღმდეგ ორჯერადად დამუშავდება 3 500 00მ  შენობების (საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი) ფართები, რაც ჯამში შეადგენს 7 000 000 მ.

სურასთის ეროვნული სააგენტოს მიერ კი დამუშავდება 2000 ჰექტარი ფართობი. (1000 ჰექტარი წყალსატევების ზედაპირი, 1000 ჰექტარი ღია სივრცე) 

ამჟამად სრული მზადყოფნა არსებობს ტრანსმისიული დაავადებების გადამტანების საწინააღმდეგო ღონისძიებების პრაქტიკული განხორციელებისთვის.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი - ეს სამება ურყევია, მასში ვერც ვერაფერი ჩანაცვლდება და ვერც მოაკლდება!
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics