15:49 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 13:55:49, 583 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტმა გიორგობის დღესასწაული საქართველოს მოსახლეობას კასპიდან მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი  კასპის რაიონში, წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში გიორგობის დღესასწაულისადმი მიძღვნილ წირვას დაესწრო.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, გიორგი მარგველაშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობის დღესასწაული სოფელ სასირეთიდან მიულოცა.

"მთელ საქართველოს გილოცავთ ტყვეთა განმათავისუფლებელისა და ღატაკთა ხელის აღმპყრობი მებრძოლი წმინდანის დღეს.

ჩვენ გადავწყვიტეთ ეს დღე მოგილოცოთ კასპიდან, სასირეთიდან, სადაც 145 წლის წინ დაიბადა ერთერთი უდიდესი ქართველი მებრძოლი, დაუმარცხებელი გენერალი გიორგი მაზნიაშვილი.

სწორედ, წმინდა გიორგის შემართებით და იდეალებით ემსახურა თავის სამშობლოს. კიდევ ერთხელ ვიხსენებთ მის ღვაწლს და გილოცავთ ყველას დღევანდელ დღესასწაულს ", -  განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
III ა მიკრორაიონის N16 კორპუსთან საგზაო სამუშაოები სრულდება
თბილისში საერთაშორისო ეჯაილ სამიტის ჩატარებამდე ერთი დღე რჩება
ნადარეიშვილი - სწრაფი ეკონომიკური განვითარებისთვის ფუნდამენტურია, არსებობდეს დივერსიფიცირებული ფინანსური ინსტრუმენტები, რაც კაპიტალის ბაზრის განვითარებას მოაქვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics