10:13 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 14:13:24, 550 ნახვა

საზოგადოება
ალექსანდრე ბარამიძე: საქართველომ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სფეროში

იუსტიციის მინისტრის პირველმა ალექსანდრე კობაიძემ  მოადგილემ კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა, რომელიც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებს ეძღვნება.

როგორც „ექსპრესნიუსს“ იუსტიციის სამინისტროდან აცნობეს,  სამუშაო შეხვედრა „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, მიღწევები და გამოწვევები“  საქართველოს მთავარი პროკურატურის ორგანიზებით გაიმართა და მასში აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების პირველი პირები, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მისიების ხელმძღვანელები მონაწილეობდნენ.

ალექსანდრე ბარამიძემ ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა.

როგორც იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ განაცხადა, ქართული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი ერთ-ერთი საუკეთესოა. ის ითვალისწინებს ყველა საერთაშორისო სტანდარტს და მის მიმართ ინტერესი დიდია არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების, არამედ კლასიკური დემოკრატიის მქონე სახელმწიფოების მხრიდანაც. ალექსანდრე ბარამიძის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, მთავარი პროკურორის განცხადებით, კოდექსი მუშაობს და ლიბერალურ მართლმსაჯულებაზე გადასვლას არასრულწლოვანთა დანაშაულის სტატისტიკა უარყოფითად არ შეუცვლია.

„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი“ 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის სპეციალიზებული, ევროპული სტანდარტებისა და გაერო-სბავშვთა უფლებების დაცვის კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანილი მართლმსაჯულების სისტემის შექმნას ითვალისწინებს. მისი მთავარი სიახლე 18 წლამდე ასაკის პირებისათვის მართლმსაჯულების სპეციალიზებული ინსტიტუტის შექმნაა. ამ კოდექსის ამოქმედების შემდეგ საქართველოში იქნებიან სპეციალიზებული პოლიციელები, გამომძიებლები, პროკურორები და მოსამართლეები, რომლებიც ბავშვების საქმეებს გამოიძიებენ და განიხილავენ, რასაც სახელმწიფოებს ბავშვთა უფლებების კონვენციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ავალდებულებს.

ახალი კოდექსი ერთ საკანონმდებლო აქტში აერთიანებს არასრულწლოვანთა პასუხისმგებლობის, ადმინისტრაციული, სისხლის სამართლის პროცესის, სასჯელაღსრულების და სხვა საკითხების მარეგულირებელ ნორმებს და აწესებს  არასრულწლოვანთა უფლებების დაცვის ახალ სტანდარტსა და მექანიზმებს.

უცვლელი რჩება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის მინიმალური ასაკი, რაც ისევ 14 წლით განისაზღვრება. სისხლის სამართლის დევნასთან მიმართებით  უპირატესობა ენიჭება აღდგენითი მართლმსაჯულების და მედიაციის, აგრეთვე, განრიდების ინსტიტუტებს. პატიმრობის, როგორც სასჯელის ფორმის, გამოყენება არასრულწლოვანთან მიმართებით მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე იქნება შესაძლებელი და მისი მაქსიმალური ზომა 10-15 წლით განისაზღვრება. იკრძალება არასრულწლოვნისათვის უფრო მაღალი სასჯელის და უვადო თავისუფლების აღკვეთის შეფარდება. ეს მიდგომები არასრულწლოვნებისადმი აღარ იქნება დამოკიდებული ბრალდების მხარის კეთილ ნებაზე, პრაქტიკაზე, არამედ წარმოგვიდგება როგორც ინსტიტუციურად გარანტირებული.

ახალი კოდექსის მიხედვით, ბრალის წარდგენიდან წინასასამართლო სხდომამდე ბავშვისთვის პატიმრობის ვადა 60-დან 40 დღემდე მცირდება, ნასამართლობა კი სასჯელის მოხდისთანავე მოიხსნება. თუმცა, თუ ადრე გასამართლებული არასრულწლოვანი დანაშაულს განმეორებით ჩაიდენს, სასჯელის დანიშვნის დროს მისი ნასამართლობა მხედველობაში მიიღება. შესაბამისად, კოდექსის მთავარი მიზანი არასრულწლოვნისათვის რესოციალიზაციის შანსის მიცემაა.

ასევე, პატიმრობაში მყოფი არასრულწლოვნისათვის ბრალდებულად ყოფნის ვადა 9-დან 6 თვემდე მცირდება.

ნიშანდობლივია, აგრეთვე, რომ ბავშვებთან მიმართებით მოწმის დაკითხვის ახალი წესი იმოქმედებს.

რაც შეეხება სასჯელის მოხდის პირობებს, კოდექსის თანახმად, არასრულწლოვანი ბრალდებული არ შეიძლება განთავსდეს სრულწლოვანთან ერთად არათუ ერთ საკანში, არამედ ერთ დაწესებულებაშიც კი.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯეიკ სალივანი აშშ-ის მიერ უკრაინისთვის ATACMS-ის რაკეტების გადაცემას ადასტურებს
Reuters - აშშ-მა უკრაინას ATACMS-ის რაკეტები ფარულად გაუგზვნა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 462 980-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ნეთანიაჰუ - ანტისემიტურმა ბრბომ აშშ-ის წამყვანი უნივერსიტეტები მოიცვა - ეს უნდა შეწყდეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics