15:29 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 14:44:01, 554 ნახვა

საზოგადოება
საბურთალოს გამგეობის საგანმანათლებლო პროექტი „შეცვალე დამოკიდებულება“ შემაჯამებელი კონფერენციით დასრულდა

საბურთალოს რაიონის გამგეობამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემატიკას სპეციალური პროექტი მიუძღვნა - „შეცვალე დამოკიდებულება“ - საგანმანათლებლო - საინფორმაციო კამპანია იყო, რომელიც რაიონში მდებარე 19 სკოლაში ჩატარდა. 

თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტი მიზნად ისახავდა საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ნაწილის, სკოლის მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას შშმ პირებთან მიმართებაში, რათა მათ შეექმნათ სწორი შეხედულება, დამოკიდებულება და აღქმა იმისა,რომ რეალურად, შეზღუდულია არა ამ პირთა შესაძლებლობები, არამედ გარემო, სადაც ისინი ცხოვრობენ.  

მათივე ცნობით, პროექტის შემაჯამებელი კონფერენცია სამედიცინო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში გაიმართა და მას პროექტში მონაწილე სკოლების დირექტორები, მოსწავლეები, საზოგადოებრივი საბჭოს წევრები ესწრებოდნენ. 
სპეციალური სტუმრის სტატუსით კონფერენციას ესწრებოდა თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილი.

კონფერენცია საბურთალოს რაიონის გამგებელმა ბექა მიქაუტაძემ გახსნა და მან საჯარო სკოლებსა და პროექტის ავტორებს მადლობა გადაუხადა ასეთ მნიშვნელოვან კამპანიაში აქტიური ჩართულობისათვის.

„მე პირადად ვმონაწილეობდი ამ შეხვედრების უმეტესობაში და მინდა გითხრათ, რომ აღფრთოვანებული დავრჩი უფროსკლასელთა აქტიურობით. ისინი მონაწილეობდნენ დისკუსიებში, მოჰყავდათ კონკრეტული მაგალითები, იხილავდნენ ვიდეორგოლებს და საუბრობდნენ თავიანთ სკოლელებსა თუ მეგობრებზე, რომლებსაც გარკვეული შესაძლებლობები აქვთ შეზღუდული და ასევე იმ პრობლემებზე, რაც შშმ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას გარკვეულწილად აფერხებს. მე ვფიქრობ, ამ პროექტმა იმუშავა და მოზარდების ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი,“ - განაცხადა ბექა მიქაუტაძემ. 

„შეცვალე დამოკიდებულება“ სამთვიანი პროექტი იყო,  რომლის ფარგლებში ჩატარდა სოციოლოგიური კვლევა, მომზადდა და შეივსო კითხვარები, გაიმართა დისკუსიები, განხილულ იქნა რეალური ფაქტები და შემთხვევები და გაკეთდა დასკვნები. ლექციების კურსს არასამთავრობო ორგანიზაცია  ,,სოციალური დაცვის ლიგის” დამფუძნებელი ბელა  სონღულაშვილი უძღვებოდა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
კახა ცერცვაძე სამუშაო ვიზიტით სლოვენიაში იმყოფება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics