21:19 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 15:39:53, 775 ნახვა

საზოგადოება
თიბისი გალერეამ არტ-პროექტს „შეყავი თავი გალერეაში" უმასპინძლა

ვიზუალ-არტისტის თეზი გაბუნიას განახლებული არტ-პროექტი „შეყავი თავი გალერეაში" ერთი დღით თიბისი გალერეაში გამოიფინა.
 
გამოფენაზე მისულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ დაეთვალიერებინათ ერთის ნაცვლად, უკვე სამი ცნობილი გალერეის საგამოფენო სივრცე: ლუვრი (პარიზი), ტეიტ მოდერნი (ლონდონი), გაგოსიანის გალერეა (ნიუ იორკი). მოცემული გალერეების ანალოგიური მინი მოდელები ერთი დღის განმავლობაში თიბისი გალერეაში იყო წარმოდგენილი.  
 
თეზი გაბუნიას ორიგინალური არტ-პროექტი დამთვალიერებელს  შესაძლებლობას აძლევს პირდაპირი მნიშვნელობით თავი შეყოს  საგამოფენო სივრცეში, გადაიღოს ფოტო რუბენსის, ჰერსტის, ლიხტენშტეინის და სხვა ცნობილი მხატვრების ნამუშევრებთან ერთად და თავადაც გახდეს საგამოფენო ექსპონატი.
 
საღამოს მუსიკალურად აფორმებდა ელექტრონულ მუსიკა TeTe Noise-ის შესრულებით.
 
თეზი გაბუნიას არტ-პროექტი „შეყავი თავი გალერეაში" უკვე ერთი წელია არსებობს. ინსტალაცია თავდაპირველად ბათუმის თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოიფინა. მოგვიანებით, პროექტი ქვეყნის ფარგლებს  გასცდა და ექსპოზიციის ამსახველი ფოტომასალა ონლაინ არტ გალერეაში "Art People Gallery" (სან ფრანცისკო, აშშ) გამოიფინა.

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს
გერმანიამ უკრაინის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოაცხადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics