12:17 - 23 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 16:48:45, 599 ნახვა

პოლიტიკა
თამარ ლალიაშვილი უარყოფს, რომ 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა, თამარ ლალიაშვილმა დღეს განმარტება გააკეთა გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ გასული საუკუნის 90-იან წლებში დეპუტატ ზვიად ძიძიგურის პროცესზე პროკურორი იყო.

თამარ ლალიაშვილი იმასაც უარყოფს, რომ თითქოს 90-იან წლებში ზვიად ძიძიგურის სიკვდილით დასჯას მხარს უჭერდა.

„ძალიან დიდი სურვილი მქონდა, ამ საკითხთან დაკავშირებით გამეკეთებინა განცხადება. 1996 წელს გაიმართა ლოთი ქობალიას პროცესი, საკმაოდ მძიმე ბრალდებები იყო. რამდენიმე ბრალდებულს შორის ზვიად ძიძიგურიც იყო. ამ საქმეში მე და კიდევ ერთი პროკურორი ვალერიან წერეთელი ვმონაწილეობდით. მაშინ გათვალისწინებული იყო სასჯელის სახით სიკვდილით დასჯა. მაშინაც და ახლაც ამ სასჯელის კატეგორიული მოწინააღმდეგე ვიყავი და ვარ. ბუნებრივია, როდესაც დადგა საკითხი შესაბამისი მტკიცებულების გამოკვლევის შემდეგ ამ სასჯელების პროკურორის მიერ მოთხოვნის თაობაზე, მთავარ პროკურორსა და მის მოადგილეს განვუცხადე უარი. ამის გამო მომხსნეს პროცესიდან“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.

მისივე თქმით, ამის დამადასტურებელი საბუთები არსებობს - სასამართლო სხდომის ოქმი და სატელევიზიო ჩანაწერებიც.

„სასჯელები მოითხოვა და კამათებში მონაწილეობა მიიღო მხოლოდ ვალერიან წერეთელმა. ვერც ერთ საქმეს ვერ ნახავთ, სადაც მე, როგორც პროკურორს სასჯელი - სიკვდილით დასჯა მომეთხოვა“, - აღნიშნა თამარ ლალიაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაზისბანკის მხარდაჭერით პანექსი საქართველოში პირველ პოლიურეთანის სენდვიჩ პანელებს აწარმოებს
შალვა პაპუაშვილი - 29 აპრილს „ქუდზე კაცი“ უნდა გამოვიდეს
ნასარიძე - ხორბლის საჰექტრო მოსავლიანობის გაზრდის მიმართულებით სახელმწიფო აქტიური ნაბიჯების გადადგმას გეგმავს
ავტომანქანის ყალბი მართვის მოწმობების დამზადება-გასაღების ფაქტზე 4 პირი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics