17:39 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 17:20:53, 570 ნახვა

საზოგადოება
მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი ძალოსნობაში, თბილისში გაიმართება

მიმდინარე  წლის 23 ივნისიდან 2 ივლისამდე თბილისში, ძალოსნობაში, მსოფლიოს იუნიორთა ჩემპიონატი გაიმართება. აღნიშნული განცხადება სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა, საგარეო ურთიერთობათა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა კახი კახიშვილმა გააკეთა, რომელსაც დეპუტატებთან ერთად, საკანონმდებლო ორგანოში მოწვეული, საქართველოში აკრედიტებული საელჩოების და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე, ოლიმპიური ჩემპიონები ესწრებოდნენ.

მომხსენებლის განცხადებით, საქართველო პირველად უმასპინძლებს ამ რანგის ტურნირს, რომელსაც ქვეყანა სრულ მზადყოფნაში ხვდება. ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ძალოსნობის ეროვნულ ფედერაციას უკვე აქვს საერთაშორისო ტურნირების ჩატარების გამოცდილება. ამ მხრივ მომხსენებელმა ყურადღება შარშან, თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე გაამახვილა, სადაც ჩვენმა ფედერაციამ ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციისგან უმაღლესი შეფასებები დაიმსახურა. მისივე თქმით, 2015 წელს, სპორტული მიღწევების გათვალისწინებით და ევროპის ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ორგანიზებისთვის, საქართველოს ძალოსნობის ეროვნული ფედერაცია წლის საუკეთესო ფედერაციად დასახელდა.

„ევროპის ჩემპიონატმა ძალოსნობაში, დაამტკიცა, რომ საქართველოს მსგავსი ღონისძიებების ორგანიზებისთვის უდიდესი პოტენციალი გააჩნია. დროა, ამბიცია გვქონდეს მსხვილი ტურნირებისა და ღონისძიებებისთვის თანხების მობილიზაციისთვის. მნიშვნელოვანია, სწორად მოვახდინოთ კაპიტალიზაცია, ყველა დეტალის გათვალისწინებით, სამომავლო განვითარების და უფრო მაღალშემოსავლიანობის პერსპექტივით“, - განაცხადა მომხსენებელმა. 

საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარემ, ზვიად შათირიშვილმა მიმდინარე ღონისძიებებთან დაკავშირებით პრეზენტაცია გამართა. მისი ინფორმაციით, მსოფლიო ჩემპიონატს „ახალი თბილისის“ სპორტკომპლექსი უმასპინძლებს. მან დეტალურად ისაუბრა იმ სამუშაოებზე, რომელსაც ფედერაცია, ჩემპიონატის უმაღლეს დონეზე ჩატარებისთვის ახორციელებს.

მსოფლიოს ჩემპიონატის პრეზენტაცია საორგანიზაციო ჯგუფმა უკვე ჩაატარა ჰიუსტონში გამართულ კონგრესზე და ფიორდეში ჩატარებულ ძალოსნობის ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, საერთაშორისო კონგრესზე, სადაც მაქსიმალურად პოზიტიური შეფასება დაიმსახურა. 

„მსოფლიოს ჩემპიონატის მაღალ დონეზე ჩატარება ხელს შეუწყობს საქართველოს ცნობადობას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟს. ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის. ჩვენ მზად ვართ ჩავატაროთ უმაღლეს დონეზე ჩემპიონატი, რომელშიც მიიღებს მონაწილეობას საერთაშორისო ფედერაციაში გაწევრიანებული თითქმის ყველა ქვეყანა“, - განაცხადა ზვიად შათირიშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე გადაუდებელი დახმარების ცენტრის 3 ყოფილი თანამშრომელი დააკავა
სააკაშვილი - უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისთვის დამატებითი უბნების გახსნის საკითხს მთლიანად ვუჭერ მხარს
კობახიძე პრეზიდენტზე - არ აქვს მორალური უფლება, ხვდებოდეს ცესკოს თავმჯდომარეს და საუბრობდეს არჩევნებზე
ტაჯიკეთში ტერორისტებთან კავშირში ეჭვმიტანილი ცხრა ადამიანი დააკავეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics