17:05 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-06 22:43:39, 385 ნახვა

პოლიტიკა
IRI: საქართველოში არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით

"საქართველოში არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით" - ამის შესახებ  ”ამერიკის ხმის” ქართულ რედაქციასთან ინტერვიუში IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა განაცხადა.

მისი თქმით, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი მოავლენს როგორც გრძელვადიან, ისე მოკლევადიან დამკვირვებლებს. 

”არჩევნებზე საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას გავაგზავნით. გვეყოლება როგორც მოკლევადიანი, ასევე გრძელვადიანი დამკვირვებლები. ჩვენი სტანდარტული მისია დაახლოებით 30-50 წევრისგან შედგება. გრძელვადიანი დამკვირვებლები საქართველოში 2 თვეს, მოკლევადიანები კი ერთ კვირას გაატარებენ”, - აღნიშნა ნიქსმა. 

მან ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ IRI მომდევნო გამოკითხვას სექტემბერში გეგმავს.

”მომდევნო გამოკითხვა სექტემბერში, არჩევნებამდე იგეგმება, რათა პარტიებს ჰქონდეთ საშუალება კიდევ ერთხელ შეხედონ ამომრჩევლების პრობლემებს, გაიგონ მათი მოსაზრებები და შეცვალონ მესიჯები”, - აღნიშნა ნიქსმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტა მოტორსში“ 27 აპრილიდან საგაზაფხულო ფასდაკლებები მოქმედებს
ციფრული ინდუსტრიის აკადემიაში „საქართველოს ბანკის“ Ads Manager-ს შეასწავლიან
კობახიძე - ევროპარლამენტარებმა ვერ მოიშალეს ზრუნვა სააკაშვილზე - ეს არის ინდიკატორი, ამ ადამიანებს სინამდვილეში რა ამოძრავებთ
აჭარის პოპულარიზაცია საერთაშორისო გამოფენებზე გრძელდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics