13:06 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-20 13:48:18, 1137 ნახვა

მსოფლიო
EgyptAir-ის ლაინერის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაცვლილია

EgyptAir-ის სამგზავრო ლაინერის, “А320”-ის ბორტზე მყოფი ყველა მგზავრი გარდაცვლილია, - ამის შესახებ BBC ეგვიპტის პრეზიდენტის ოფიციალურ განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. 

აბდელ ფათაჰ ალ-სისი დაღუპულთა ნათესავებსა და ახლობლებს მწუხარებას უცხადებს.

მედიის ინფორმაციით, ხმელთაშუა ზღვაში ეგვიპტური ავიაკომპანიის EgyptAir-ის თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრთა პირადი ნივთები იპოვეს. 

BBC-ის ცნობით, თვითმფრინავის ნამტვრევები და მგზავრების ნივთები ალექსანდრიის სანაპიროდან 295 კილომტრში ეგვიპტის შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებმა იპოვეს. ამჟამად აღნიშნულ რაიონში მიმდინარეობს ავიალაინერის “შავი ყუთების” ძებნა.

შეგახსენებთ, რომ ხმელთაშუა ზღვაში სამძებრო ოპერაცია გუშინდელი დღიდან მიმდინარეობდა და მასში ეგვიპტის, საბერძნეთის, დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთის, კვიპროსის, იტალიისა და აშშ-ის ხომალდები მონაწილეობდნენ.

თვითმფრინავი “А320” რომელიც რეისს პარიზიდან კაიროში ასრულებდა, გუშინ, ეგვიპტის საჰაერო სივრცის გადაკვეთის შემდეგ რადარებიდან გაქრა.

ბორტზე 66 ადამიანი - ეკიპაჟის 10 წევრი და 56 მგზავრი იმყოფებოდა, მათ შორის ეგვიპტის 30, საფრანგეთის 15 და კიდევ 10 სახელმწიფოს მოქალაქე.

როგორც გუშინ ეგვიპტის სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა შარიფ ფათჰიმ განაცხადა, კატასტროფის ერთ-ერთი ყველაზე სავარაუდო მიზეზი ტერაქტია, თუმცა ხელისუფლება სხვა ვერსიებს არ გამორიცხავს.


 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალაძის განცხადებით, კიდევ ერთი ავარიული საცხოვრებელი კორპუსი ნაძალადევის რაიონში ჩანაცვლდება
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით 2 პირი დააკავა
ოთარ შამუგიამ ქართულ-ებრაული ინვესტიციით გაშენებული თხილის ბაღი დაათვალიერა
პავილიონისი - „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონის გაწვევას კიდევ 6 ქვეყნის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე ითხოვს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics