02:16 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-23 19:58:43, 640 ნახვა

სხვადასხვა
კახა კოჟორიძე სტრასბურგში ვენეციის კომისიის პრეზიდენტს შეხვდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებებისა და მართლმსაჯულების   საკითხებში კახა კოჟორიძე და  ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი სტრასბურგში, 23-24 მაისს, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელობასა და წარმომადგენლებთან შეხვედრებს გამართავენ.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია შეხვედრა კომისიის პრეზიდენტთან ჯანი ბუკიკიოსთანაც.

შეხვედრებზე განხილავენ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ  საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებებს ითვალისწინებს.

საქართველოს პრეზიდენტმა პარლამენტის მიერ მიღებული "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების პაკეტი ვენეციის კომისიას გადაუგზავნა, რომელმაც პრეზიდენტის ადმინისტრაციას ცვლილებების  შემჭიდროვებულ ვადებში შესწავლის მზადყოფნა წერილით დაუდასტურა.

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics