2016-05-23 20:18:35, 569 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერის დავალება იუსტიციის სამინისტროს- პოლიტიკურ პროცესში ძალადობის გამოვლინებაზე სანქციები გამკაცრდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი კორცხელის საარჩევნო უბანზე მომხდარ დაპირისპირებას კიდევ ერთხელ საგანგებო განცხადებით ეხმაურება. "კიდევ ერთხელ მინდა კატეგორიულად დავგმო ის ძალადობა, რომელიც სამეგრელოს ერთ-ერთ საარჩევნო უბანზე ადგილობრივი თვითმმართველობის შუალედური არჩევნების მიმდინარეობისას უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა. ამით ზიანი მიადგა პირველ რიგში ქართულ სახელმწიფოს და თითოეულ ჩვენგანს. ამ ფაქტზე უკვე დაიწყო გამოძიება და შინაგან საქმეთა სამინისტროსგან ველოდები, რომ უმოკლეს დროში გამოვლენილი იქნება ძალადობაში ეჭვმიტანილი ყველა პირი, რომლებიც კანონის მთელი სიმკაცრით აგებენ პასუხს",-ნათქვამია პრემიერის განცხადებაში. "ვინაიდან დღეს არსებული კანონი არ ითვალისწინებს მსგავს ფაქტებზე საკმარისად მკაცრ სასჯელს, ვავალებ იუსტიციის სამინისტროს, სასწრაფოდ, უახლოეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებითაც გამკაცრდება სანქციები პოლიტიკურ და საარჩევნო პროცესებში ძალადობის ყოველგვარ გამოვლინებაზე. ხელისუფლება არ დაუშვებს ძალადობას საარჩევნო პროცესში, ჩვენი რეაგირება იქნება უმკაცრესი ნებისმიერი მოძალადის მიმართ, რომელი პოლიტიკური ძალის მხარდამჭერიც არ უნდა იყოს ის. ჩვენი მიზანია, არჩევნები ჩატარდეს დემოკრატიული სტანდარტების დაცვით, თითოეულ მოქალაქეს მიეცეს თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება და ყველა პოლიტიკური სუბიექტისათვის უზრუნველყოფილი იყოს მშვიდი და კონკურენტული საარჩევნო გარემო",-აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|