21:56 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 10:50:32, 790 ნახვა

სამართალი
უმაღლეს საბჭოში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს I კვარტალის ანგარიშის განხილვა გაიმართა

აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხთა კომისიის სხდომაზე აჭარის ა/რ ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმდინარე წლის I კვარტლის ანგარიშის განხილვა გაიმართა.

სხდომაზე ანგარიში მინისტრმა ნუგზარ სურმანიძემ, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა კობა ნაკაიძემ და დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა თემურ კახიძემ წარადგინეს.

„2016 წლის I კვარტის მონაცემებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სამედიცინო მომსახურება დაუფინანასდა 1 784 პაციენტს, სოციალური დაცვის პროგრამებით 740 ბენეფიციარს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით 3 227 ბენეფიციარს. დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით გადამზადების კურსს გადის 120 სამუშაოს მაძიებელი.

2016 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 9 908 770 ლარს. აქედან, პირველ კვარტალში გაიხარჯა 1 370 573 ლარი.

ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში: გულის ქირურგია დაუფინანსდა 171 პაციენტის, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება 582 პაციენტს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა 546 პაციენტს, სახსრების ენდოპროთეზირება 37 პაციენტს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება 67 პაციენტს, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა 381 პაციენტს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება 64 514 ბენეფიციარს.

სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში: ახალშობილი ტყუპების 20 ოჯახს გადაეცა - 39 000 ლარი, 100 წელს გადაცილებულ 38 მოქალაქეს - 38 000 ლარი, ომში დაღუპული ჯარისკაცების 22 ოჯახს - 22 000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის იარგებლა 22-მა ბენეფიციარმა.

შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციისა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 740-მა ბენეფიციარმა, სმენის აპარატი გადაეცა 254 ბენეფიციარს, სავარძელ-ეტლი 50 შშმ პირს და ხანდაზმულს, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციით ისარგებლა 172 ბენეფიციარმა.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში: ჩ ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ჩაუტრდა 287 ბენეფიციარს, - 169 კვლევა მკურნალობაში ჩართვამდე, - 118 გამოკვლევა მკურნალობის მონიტორინგი; დაავადებათა ადრეული გამოვლენა - სკრინინგი გაიარა 2751 სკოლის და ბაღის აღსაზრდელმა; კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი გაიარა 95 ბენეფიციარმა; ფარისებრი ჯირკვლის კვლევა - გამოკვლეულ იქნა 0-200 000 სარეიტინგო ქულის მქონე 7 ორსულს, სმენის სკრინინგი ჩაუტარდა 87 ახალშობილს.

აჭარის დასაქმების სააგენტოს შუამდგომლობით დასაქმდა 329 სამუშაოს მაძიებელი: გრძელვადიანზე - 251, დრობითზე - 45, ერთჯერადზე - 33“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საფრანგეთის საგარეო „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონპროექტზე - ეს ინიციატივა ევროკავშირის ღირებულებებს ეწინააღმდეგება
სამხარაძე - კანონისთვის რუსულის დარქმევა არის დისკრედიტაციული პოლიტიკური მეტაფორა, რომელიც მიმართულია გამოიწვიოს საზოგადოების აღშფოთება
სამხარაძე BBC-ს ჟურნალისტს - კანონპროექტში არ არის ნახსენები სიტყვა „აგენტი,“ შესაბამისად, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა თქვენთან ინტერვიუში ახსენა, სრული სიცრუეა
კასპის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების აღმზრდელ-პედაგოგებისთვის 2 დღის განმავლობაში ტრენინგი მიმდინარეობდა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics