2016-05-24 11:09:51, 547 ნახვა
პოლიტიკა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება დასრულდა
ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკულ-ბრიტანული სამხედრო სწავლების "ღირსეული პარტნიორის" დასკვნითი საჩვენებელი სწავლება გაიმართა. სწავლებაში მონაწილეობდნენ ერთობლივი, გაძლიერებული ოცეულის დონის დანაყოფი, ამერიკული M1A2 ტიპის ტანკი ABRAMS, ი ქვეითთა საბრძოლო მანქანა M2 BRADLEY, T-72 ტიპის ტანკი და ქვეითთა საბროლო მანქანა "ბმპ 2". გარდა ამისა, სწავლებაში მონაწილეობდა ქართული CU-25 ტიპის თვითმფრინავი, UH-1H "იროკეზის" ტიპის შვეულმფრენი, ამერიკული 105 მმ. ჰაუბიცები და 81 მმ. ბრიტანული ნაღმტყორცნი. პირობით მოწინაამღდეგეზე პირველ იერიში სნაიპერებმა მიიტანეს. ქართველმა, ამერიკულმა და ბრიტანელმა სამხედროებმა პირობითი მოწინააღმდეგის დესანტის განადგურების შემდეგ, ობიექტზე შეტევის ოპერაცია განახორციელეს. მოწინააღმდეგის პოზიციები ქართულმა CU-25 - მა დაბომბა. საავიაციო იერიშის შემდეგ კი, მოწინააღმდეგეზე შეტევა არტილერიამ და ჯავშანსატანკო დანაყოფებმა განახორციელეს. ცნობისთვის, ქართულ-ამერიკულ-ბრიტანულ სწავლებაში 1300 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა - მათ შორის 500 ქართველი, აშშ-ს არმიის ევროპული სარდლობის 650 და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს 150 სამხედრო მოსამსახურე. პირველად საქართველოს შეიარაღებული ძალების ისტორიაში, სწავლებაში ამერიკული ტანკები "აბრამსები" მონაწილეობდნენ. წვრთნაში ჩართული იყო ქვეითთა საბრძოლო მანქანა "ბრედლები", სამედიცინო- საევაკუაციო და სამეთაურო-საშტაბო ჯვშანმანქანები, ჰამერის ტიპის „ჯიპები“, C-130 ტიპის ამერიკული სამხედრო თვითმფრინავები და სხვა აღჭურვილობა. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან პრემიერი აქციებზე - კარგი არის ის, რომ ერთ ქვაბში იყრება ყველა, ვინც ერთ ქვაბში ისედაც არის მოთავსებული
კასპში "დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამის „კიბოს სკრინინგის“ კომპონენტის ფარგლებში, უფასო სამედიცინო აქცია დასრულდა
შსს - ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისა და მუქარის ბრალდებით, ერთი პირი დავაკავეთ
კობახიძე - ამ რეზოლუციას ჩალის ფასიც არ აქვს, ჩალაძის ფასი აქვს
|
ომი უკრაინაშიუკრაინამ აბრამსის ტანკები ფრონტის ხაზიდან საბრძოლო დრონების გამო გაიყვანა - AP
Reuters - ესპანეთი უკრაინას Patriot-ის ტიპის რაკეტებს გაუგზავნის
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 463 930-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|