01:09 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 11:51:46, 817 ნახვა

სამართალი
შსს-ს კვლევისა და განვითარების დეპარტამენტმა რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გამართა

შინაგან საქმეთა სამინისტროში, რეფორმებისა და განვითარების სააგენტოს რებრენდინგის საფუძველზე, კვლევისა და განვითარების დეპარტამენტი შეიქმნა.

შსს-ს ინფორმაციით, ახალი დეპარტამენტის ორგანიზებით, თბილისში, სასტუმრო „ამბასადორში“, რებრენდინგის შედეგებზე პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი დაესწრო.

პრეზენტაციაზე კვლევისა და განვითარების დეპარტამენტის განახლებული ფუნქციები, მიმდინარე და სამომავლო პროექტები იყო წარმოდგენილი.

შეხვედრაში შსს-ს სტრუქტურული ქვედანაყოფების, ტერიტორიული ორგანოების, სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებისა და სსიპ-ების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რომლებიც შსს-ს სისტემის განვითარების საკითხებზე კოორდინირებული მუშაობის პროცესში არიან ჩართულნი.

შს მინისტრის ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს განვითარების ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების, სტრატეგიული მიმართულებების იდენტიფიცირებისა და მოწინავე მიდგომების სისტემაში დანერგვის მიზნით, განვითარების საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა. კოორდინირებული საქმიანობის აღნიშნული ფორმატი უწყებაში მიმდინარე განვითარების პროცესების ეფექტიანობას კიდევ უფრო გაზრდის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„მოვახდენთ იდენტიფიცირებას იმ პირების, ვინც ხელოვნურად კეტავს გზას“ - პოლიცია აქციის მონაწილეებს გზის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს
ვლადიმერ პუტინი მაისში ჩინეთში ვიზიტს გეგმავს
CNN - ტანზანიაში წყალდიდობის შედეგად 155 ადამიანი დაიღუპა - დაშავებულია 230-ზე მეტი ადამიანი
შოლცი - საფრანგეთს და გერმანიას სურს, რომ ევროპა ძლიერი დარჩეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics