2016-05-24 12:08:39, 525 ნახვა
პოლიტიკა
ვერშბოუ: 2008 წლის ომი, იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს
საქართველოში 2008 წელს მომხდარი ომი იმ ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს, - ამის შესახებ ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილემ ალექსანდრ ვერშბოუმ დიდი ბრიტანეთის პარლამენტში, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. როგორც ვერშბოუმ აღნიშნა, რევიზიონისტული და რევანშისტული რუსეთი ევროპის ღირებულებებს კვლავ საფრთხეს უქმნის. „პირველი შემთხვევა იყო ყირიმი მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, როდესაც ერთმა ევროპულმა ქვეყანამ მეორე სახელმწიფოს ნაწილი ძალის გამოყენებით წაართვა. თუმცა ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთმა საკუთარი ინტერესების მისაღწევად თავისი შეიარაღებული ძალები გამოიყენა. მისი შიარაღებლი ძალები დიდ ხანია აკონტროლებდნენ საქართველოსა და მოლდოვის ტერიტორიებს საბჭოთა კავშირის დაშლისთანავე წარმოქმნილი სეპარატისტული მოძრაობების გამოყენებით, მან ასევე ომი აწარმოა საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს. ეს ახალი სტრატეგიული რეალობის ნაწილია, რომელსაც ნატო-მ უნდა უპასუხოს”, - აღნიშნა ვერშბოუმ. მისივე თქმით, ალიანსის მიზანი მეზობელ ქვეყნებში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაა, რუსეთის პოლიტიკა კი, სამეზობლოში ქაოსის შექმნისა და ვითარების დესტაბილიზაციისკენ არის მიმართული. „ვაცნობიერებთ, რომ უსაფრთხო და სტაბილური სამეზობლო აძლიერებს ჩვენს უსაფრთხოებას და ეკონომიკური ზრდისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს წარმოქმნის. თუმცა რუსეთმა საპირისპირო პოზიცია დაიკავა და მის პერიფერიებში რაც შეიძლება მეტი არასტაბილურობისა და ქაოსის შექმნა დაიწყო”, - განაცხადა ალექსანდრ ვერშბოუმ. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიუკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 469 840-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 468 720-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ოდესაზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმას, სულ მცირე, 4 ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
ევროპარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო
მთავარი თემა
|