12:43 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 12:41:01, 427 ნახვა

პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი: ვარშავის სამიტის შემდეგ, ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება

ვარშავის სამიტის შემდეგ საქართველო ნატო-ს უფრო მეტ შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას, ვიდრე ალიანსის სხვა რომელიმე პარტნიორი ქვეყანა, - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეიმს აპატურაიმ, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრ დავით ბაქრაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც აპატურაიმ აღნიშნა, ვარშავის სამიტის შემდეგ „ნატო-ში უფრო მეტი საქართველო იქნება“.

„შეხვედრაზე ვარშავის სამიტისთვის მზადებაზე გავამახვილეთ ყურადღება. აღვნიშნავ, რომ მზადება, მათ შორის საქართველოს ჩართულობით, ძალიან მაღალ დონეზე მიმდინარეობს. საუბარი ძირითად, სამ ელემენტზეა გამახვილებული: პირველი, ჩვენ ვმუშაობთ არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ყველა გადაწყვეტილების განხორციელებაზე, მეორე, ეს არის ახალი ინიციატივები და იდეები საქართველოს შესაძლებლობების გაძლიერების შესახებ ჩვენთან თანამშრომლობით. მესამე, რა თქმა უნდა, ჩვენი პოლიტიკური ურთიერთობაა. სამიტის შედეგ საქართველო უფრო მეტ შეხვედრაში მეტად იქნება წარმოდგენილი, ვიდრე სხვა პარტნიორები“, - განაცხადა ჯეიმს აპატურაიმ.

აპატურაიმ, ნატო-ს სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავიც მიულოცა და აღნიშნა, რომ ეს დღე ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ
რუსთავში მასშტაბური, ეკოლოგიური პროექტი ხორციელდება
სოფელ ქვემო გომში დასასვენებელი სკვერი შენდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics