14:07 - 18 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 14:16:35, 522 ნახვა

პოლიტიკა
კვირიკაშვილი: საქართველო ნატო-სგან ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ელოდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მე-10 კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა.

გიორგი კვირიკაშვილმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოებაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ არჩევანზე, საერთაშორისო მისიებში საქართველოს როლზე და ნატო-სა და ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე გატარებულ მნიშვნელოვან რეფორმებზე.

კვირიკაშვილის თქმით, საქართველოს უსაფრთხოება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება იყოს გარანტირებული, თუ ქვეყანაში ერთიანობა და დემოკრატიული ღირებულებები იქნება დაცული.

 „დიდი პატივია ვუმასპინძლოთ თავდაცვისა და უსაფრთხოების რიგით მეათე კონფერენციას. მნიშვნელოვან დროს ტარდება ეს კონფერენცია. ხვალ აღვნიშნავთ დამოუკიდებლობის 25 წლისთავს. ჩვენ მნიშვნელოვანი როლი შეგვაქვს საერთაშორისო მისიებში, რითაც დავადასტურეთ, რომ გვინდა უსაფრთხოება, ვატარებთ მნიშვნელოვან რეფორმებს, რათა ავაშენოთ უფრო ძლიერი და მყარი სახელმწიფო, რომ ახალ გამოწვევებს გავუმკლავდეთ. გვესმის, რომ საქართველოს უსაფრთხოება მხოლოდ შეიძლება იყოს გარანტირებული იმ შემთხვევაში, თუ ერთიანობა და დემოკრატიული ღირებულებები იქნება დაცული. ჩვენ გავაგრძელებთ ძალისხმევას, რომ ეს იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენი არჩევანი ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენაა მიმართული და მთავრობა მიმართულია გააღრმაოს ეს ურთერთობები ევროკავშირთან. ვიმედოვნებ, მალე დაგვიდასტურდება ვიზალიბერალიზაციის სტადია. ჩვენი არჩევანი მიგვიყვანს მყარი შედეგისკენ. სამხედრო წვრთნები აძლიერებს ჩვენს სამხედრო ძალებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკის შეერთებული შტატების და გაერთიანებული სამეფოს მიმართ. მჯერა სიძლიერე ერთიანობაშია. დარწმუნებული ვარ, ვარშავის სამიტი კიდევ ერთხელ დაადასტურებს ერთიანობას, ალიანსის სიძლიერეს და ეს იქნება წინაპირობა სტაბლიურობის. საქართველო ელოდება ძლიერ პოლიტიკურ მხარდაჭერას ალიანსისგან და ვიმედოვნებთ, აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენ ამ გზაზე განვიცადეთ. ველოდებით ძლიერ მხარდაჭერას, რომ გავაძლიეროთ ჩვენი თავდაცვითი უნარი“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რიჟვაძე - გამჭვირვალობის შესახებ კანონი ემსახურება საქართველოში მოქმედი საჯარო ორგანიზაციების მაქსიმალურ გამჭვირვალობას
ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის გზაზე მეწყერი ჩაოვიდა - მოძრაობა შეზღუდულია
ომბუდსმენის აპარატი, ელისაშვილის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს
პაპუაშვილი - სალომე ზურაბიშვილმა უჩივლა საკუთარ ხელისუფლებას უცხო ქვეყნის ხელისუფლებასთან

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics