12:59 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 15:48:50, 848 ნახვა

კომენტარი
ხეჩიკაშვილი: თუ კორცხელის ინციდენტში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდება, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება

სპორტისა და ახალგაზრობის საქმეთა მინისტრის, ტარიელ ხეჩიკაშვილის განცხადებით, თუ კორცხელში მომხდარ დაპირპისრებაში სპორტსმენების მონაწილეობა დადასტურდა, მათ მიმართ შესაბამისი ზომები გატარდება. 

„რომელი პროფესიის ადამიანმაც არ უნდა მიიღოს მსგავს ფაქტში მონაწილეობა, ეს მიუღებელია. მითუმეტეს მიუღებელია სპორტული საზოგადოებისთვის, რომ მასში მონაწილეობა მიიღოს მოქმედმა მწვრთნელმა, თუ სპორტსმენტმა. დაველოდოთ მოკვლევას. თუ დადასტურდა მსგავსი ფაქტები, შესაბამისი ფედერაციები მიიღებენ ადეკვატურ და სამართლიანი გადაწყვეტილებას. ჩვენ ამ პროცესს დავაკვირდებით. ის პერიოდი, როდესაც სპორტსმენებით მანიპულირებდნენ, უნდა დასრულდეს და წარსულს ჩაბარდეს. ჩვენ ვაშენებთ სამართლიან და სამართლებრივ სახელმწიფოს. რაც ყველაზე მთავარია, სპორტსმენები უნდა იყვნენ ორიენტირებული იმაზე, რომ ქვეყანას ემსახურონ პატიოსნად და საზოგადოება გამარჯვებებით გაახარონ “, - აღნიშნა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პროექტის „ინკლუზიური სოფლის განვითარება და მდგრადი სოფლის მეურნეობა“ პრეზენტაცია გაიმართა
„საქართველოს მელიორაცია“ ზემო ალაზნის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციის სამუშაოებს ახორციელებს
საქსტატი - 2023 წელს, ემიგრანტების რიცხვი 95.6%-ით გაიზარდა
The Digital Banker-მა „საქართველოს ბანკი“ საუკეთესო ციფრული სამომხმარებლო გამოცდილების მქონე ბანკად დაასახელა საქართველოში

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics