12:59 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:27:45, 422 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი მარგველაშვილი ლტოლვილთა საკითხებში გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სტამბოლში, ჰუმანიტარული სამიტის ფარგლებში, გაერო-ს უმაღლესი კომისრის მოადგილეს ლტოლვილთა საკითხებში კელი კლემენსს შეხვდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრისას მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა განიხილეს.

გიორგი მარგველაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ საქართველო განსაკუთრებით შეშფოთებულია საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ, საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე განხორციელებული მკვლელობის გამო.

როგორც საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, სულ ახლახანს, ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარების მცდელობის  მოწმენი გავხდით, რაც ანექსიამდე მიგვიყვანს. მხარეებს შორის საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას.

მხარეებმა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა ჰუმანიტარულ პრობლემებზეც იმსჯელეს. როგორც საქართველოს პრეზიდენტმა შეხვედრისას აღნიშნა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებს  ჩამორთმეული აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება, თავისუფალი გადაადგილების და სხვა ფუნდამენტური უფლებები.

შეხვედრას ესწრებოდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინე იმერლიშვილი, საგარეო ურთიერთობათა მდივანი თენგიზ ფრალაძე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ზალკალიანი და საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი გაეროში კახა იმნაძე.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ სახეობათა აღდგენის ეროვნული გეგმის პროექტი სამუშაო შეხვედრაზე განიხილა
მერია - მუნიციპალური ტრანსპორტის სხვადასხვა მარშრუტს 30 მარტიდან ავტობუსები დაემატება
ზელენსკი - რუსეთის რესურსებს ვერ ვუტოლდებით, მაგრამ უკრაინელებს შეუძლიათ რუსეთის დამარცხება გამბედაობით, მონდომებით და იდეებით
სააგენტო - ზოგიერთ მუნიციპალიტეტსა და დედაქალაქში, ატმოსფერულ ჰაერში მყარი ნაწილაკების შემცველობის მატება ფიქსირდება

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics