12:56 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:37:33, 548 ნახვა

სამხედრო
თინა ხიდაშელი: ჩვენ უფრო მეტი წვრთნებისთვის ვემზადებით

საქართველოს თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადებით, ოფიცილურად დადასტურდა, რომ ქართული შეიარაღებული ძალები აბსოლუტურ მზადყოფნაშია და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის რეჟიმში მუშაობს.

ამის შესახებ ხიდაშელმა ჟურნალისტებს სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ განუცხადა, სადაც „საქართველოს თავდაცვისა და უსაფთხოების რიგით მე-10 კონფერენცია“ მიმდინარეობს.

ხიდაშელი ჟურნალისტებს მომავალ გეგმებზეც ესაუბრა. მისი განმარტებით, თავდაცვის სამინისტრო პარტნიორი ქვეყნების თანამონაწილეობით უფრო მეტი წვრთნებისთვის ემზადება.

„ქართული შეიარაღებული ძალები აბსლოუტურ მზადყოფნაშია და ნატო-ს შეიარაღებულ ძალებთან თავსებადობის რეჟიმში მუშაობს. ეს აღარაა ცარიელი სიტყვები და ოფიციალურად დადასტურებული გუშინდელი დღიდან. მომავალი წლის გეგმებს რაც შეეხება, გენერალმა ჰოჯესმა თავისი გამოსვლა დაამთავრა იმით, რომ უკვე ველოდებით 2017 წლის „ღირსეულ პარტნიორს“, ამიტომ ჩვენ ვემზადებით უფრო მეტი წვრთნებისთვის ქართული შეიარაღებული ძალების შესაძლებლობების გაძლიერებაზე ორიენტირებული ღონისძიებებისთვის. მაგრამ, 2017 წელში სანამ გადავალთ, 2016 წელს გვაქვს დაგეგმილი ბევრი წვრთნა, „ღირსეული პარტნიორის“ სიდიდის არა, მაგრამ ძალიან ფართომასშტაბიანი, მრავალი პარტნიორი ქვეყნის მონაწილეობით სამხედრო წვრთნები იქნება. ასევე, დაგეგმილია მცირემასშტაბიანი წვრთნები“, - განაცხადა თინა ხიდაშელმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია - მოვითხოვთ, რომ მთავრობამ ზედმიწევნით დაიცვას გამოხატვის თავისუფლება
DW - შოლცი - რუსეთთან დაახლოებულ ქვეყნებს ეჭვი ეპარებათ, რომ უკრაინაში ომს რუსეთისთვის აზრი აქვს
რიჰარდს კოლსი- კანონის მიღება სიტყვისა თუ აზრის გამოხატვის ნებისმიერი თავისუფლების შეზღუდვა
უკრაინის საჰაერო ძალები - 7 რუსული რაკეტიდან 2 ღამით გავანადგურეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics