14:29 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 16:21:42, 543 ნახვა

პოლიტიკა
ლატვიის საგარეო მინისტრი: საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ნატო-ში ერთიანი პოზიცია არ აქვთ

„საქართველოს გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით, ნატო-ში ერთიანი პოზიცია არ აქვთ“,- ამის შესახებ ედგარს რინკევიჩსმა სააგენტო „დელფისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწერიანებაზე საუბარი არ არის, თუმცა ნატო-ს „ღია კარის“ პოლიტიკა კვლავ მოქმედებს,

“ნატო ყოველთვის აცხადებდა „ღია კარის” პრინციპის შესახებ. თუმცა ახლა ჩვენ არ ვსაუბრობთ საქართველოს ან უკრაინის ნატო-ში უახლოეს მომავალში მონაწილეობის შესახებ. რა თქმა უნდა, იყო ბუქარესტის სამიტი, სადაც აღინიშნა, რომ თუ ეს ქვეყნები იქნებიან მზად და ნატო-ს ყველა წევრი იქნება თანახმა, მაშინ ასეთი რამ ოდესმე შეიძლება მოხდეს. თუმცა დღეს თავად ნატო-ში ამ საკითხზე ერთიანი პოზიცია არ არის. ამავე დროს, მიმაჩნია, რომ ჩვენ არ უნდა გავუგზავნოთ კიევსა და თბილისს არასწორი სიგნალი და ასეთი შესაძლებლობა საერთოდ გამოვრიცხოთ. ის ფაქტი, რომ ალიანსს მონტენეგრო უერთდება, თვალსაჩინო დადასტუებაა იმისა, რომ “ღია კარის” პოლიტიკა მოქმედებს",  - აღნიშნა ედგარს რინკევიჩსმა.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
გენერალური პროკურორის მოადგილე სირაკუზის საერთაშორისო ინსტიტუტის პრეზიდენტს და გენერალურ დირექტორს შეხვდა
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics