21:46 - 24 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 17:42:23, 560 ნახვა

პოლიტიკა
„საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ კანონპროექტზე ვენეციის კომისიის დასკვნა 27 მაისს გამოქვეყნდება

ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა. 

უშიშროების საბჭოს ინფორმაციით, ვენეციის კომისიის ხელმძღვანელებთან კონსულტაციებზე პარლამენტის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოს საქმიანობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობაში ცვლილებების პაკეტი განიხილეს.

ქართულმა მხარემ კომისიის წარმომადგენლებს ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის პოზიცია გააცნო.როგორც შეხვედრაზე გაირკვა, ვენეციის კომისია ცვლილებებთან დაკავშირებით დასკვნას დაჩქარებული წესით მიიღებს და კომისიის პოზიცია 27 მაისს გამოქვეყნდება.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე სტრასბურგში, ვენეციის კომისიის მდივანს თომას მარკერტსა და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მიმართულების ხელმძღვანელს რუდოლფ დურს შეხვდა. შეხვედრას ასევე საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე ლევან ბოძაშვილი ესწრებოდა. 

 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბორელი - მოვუწოდებ საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებს, გაიწვიონ კანონპროექტი და ქვეყანას ევროპული გზიდან არ გადაახვევინონ
რიში სუნაკი და ოლაფ შოლცი თავდაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
ხასაია - მიუხედავად ყველაფრისა, 2600 ლარით დამაჯარიმეს- სპექტაკლი დასრულებულია
ჯო ბაიდენმა უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის დახმარების კანონპროექტს ხელი მოაწერა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics