22:26 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 18:15:44, 856 ნახვა

ეკონომიკა
საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველმა საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა

საქართველოს პრეზიდენტის ეკონომიკურმა მრჩეველი მაია მელიქიძემ საინვესტიციო კონფერენცია - SEED Forum Tbilisi 2016 გახსნა და  საინვესტიციო კომპანიებისა და სტარტაპკომპანიების წარმოადგენლებს სიტყვით მიმართა.

პრეზიდენტის მრჩეველმა  მცირე და საშუალო  მეწარმეობის განვითარებაზე, სექტორის განვითარების პრობლემებზე, მის ხელშეწყობაზე და აღნიშნულის განხორციელებაში ინოვაციური და ტექნოლოგიური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა.

როგორც მაია მელიქიძემ განაცხადა,  რიგით მეორე საინვესტიციო კონფერენციაზე ინოვაციური იდეების მქონე სტარტაპკომპანიებს მიეცათ შესაძლებლობა წარსდგნენ პოტენციური ინვესტორების წინაშე და დაფინანსება მოიპოვონ.

„მთავრობა მხარს უჭერს და უკვე შექმნა საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური სააგენტო, უნივერსიტეტებში შეიქმნა გარკვეული შესაძლებლობები, რომ განვითარდნენ ახალგაზრდები, შეიქმნა ტექნოპარკები მთელი ქვეყნის მასშტაბით. ეს ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ინოვაციური იდეები და სტარტაპები განვითარდეს და დაფინანსდეს.

მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია ამ ტიპის ფორუმების ორგანიზება. მას მხარს უჭერს ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, ნორვეგიის საელჩო.

„თავისუფალი უნივერსიტეტის" ბაზაზე არის შესაძლებლობა იმისა, რომ ტრეინინგი გაიარონ ადამიანებმა, რომლებსაც საინტერესო იდეები აქვთ, გარკვეული განათლება შეიძინონ, აიმაღლონ ცნობიერება. შემდეგ თავისი იდეა უფრო დახვეწონ, ჩამოაყალიბონ, და გამოიტანონ საზოგადოების წინაშე, ამ ფორუმის მეშევეობით", - განაცხადა მაია მელიქიძემ.

მისი განცხადებით, დღეს 10 პროექტი იყო წარმოდგენილი, ფორუმს ესწრებოდა საერთაშორისო-სავაჭრო პალატის ხელმძღვანელი, რომელიც ქმნის ხიდს და იდეის  ბიზნესსექტორამდე მიტანის შესაძლებლობას. დღეს წარმოდგენილი იყო სამი ქვეყანა - აზერბაიჯანი, საქართველო და სომხეთი. შეიძლება ითქვას, რომ ფორუმს რეგიონული დატვირთვა აქვს.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რუსეთის საგამოძიებო - Crocus City Hall-ზე მომხდარ ტერაქტთან უკრაინელი ნაციონალისტების კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულება მოვიპოვეთ
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელობასა და გადამზიდველთა შორის შეთანხმება შედგა
ხერსონში რუსმა სამხედროებმა ტაქსის მძღოლს ცეცხლი გაუხსნეს - დაიღუპა ერთი და დაშავდა ორი ადამიანი
ზელენსკი - მაისი-ივნისში რუსეთი მორიგ მასიურ შეტევას ამზადებს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics