13:53 - 28 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 18:18:48, 560 ნახვა

პოლიტიკა
უნგრეთში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი მიღება გაიმართა

უნგრეთში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ბუდაპეშტში მდებარე სასტუმრო "Corinthia"-ს სამეჯლისო დარბაზში, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავის აღსანიშნავი ოფიციალური მიღება გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში მოეწყო ცნობილი ქართველი პიანისტის ელისო ბოლქვაძის კონცერტი.

მიღება უნგრეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზაზა კანდელაკმა და უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ჟოლტ ჩუტორამ გახსნეს. 

საქართველოს ელჩმა ისაუბრა საქართველოს სტრატეგიულ მიზნებზე და მიღწევებზე, ხაზი გაუსვა უნგრეთის სახელმწიფოს მხარდაჭერას როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ, ასევე ევროპული და ევრო–ატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით.

უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო მდივნის მოადგილემ აღნიშნა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განვითარების დინამიკა და მომავალში ამ ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების იმედი გამოთქვა.

მიღების ფარგლებში ქართველმა პიანისტმა, იუნესკოს მშვიდობის არტისტმა ელისო ბოლქვაძემ შეასრულა შოპენის, დებიუსისა და პროკოფიევის ნაწარმოებები. 

უნგრული ვოკალური ანსამბლის „Ars Nova Sacra"-ს შესრულებით აჟღერდა საქართველოსა და უნგრეთის ეროვნული ჰიმნები. 

მიღებას ესწრებოდნენ უნგრელი პოლიტიკოსები, დიპლომატიური კორპუსის, კულტურის, ხელოვნებისა და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლები, უნგრეთის უმაღლესი სასწავლებლების ქართველი სტუდენტები, უნგრეთში მცხოვრები ქართული დიასპორის წარმომადგენლები.

ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოებას საშუალება ჰქონდა დაეგემოვნებინა ქართული ღვინო და ქართული კერძები.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ბაკურიანში, მთის ფერდობიდან თოვლის მასა ჩამოიშალა - ზვავში, სავარაუდოდ, მოყოლილია ერთი ადამიანი
თენგიზ ნასარიძე - სოფლის მეურნეობის დარგში ინვესტიციის ჯამურმა მოცულობამ 7,64 მილიარდ ლარს გადააჭარბა
„საქართველოს ფოსტის“ ორგანიზებითა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით, გამოფენა „ქართული განათლება, კულტურა და საფოსტო მარკები“ გაიმართა
ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics