17:41 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 21:28:04, 638 ნახვა

პოლიტიკა
ევროკავშირის ელჩები საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ

"ევროკავშირის ელჩები დღეს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე ვერ შეთანხმდნენ" - ამის შესახებ რადიო "თავისუფლების" ბრიუსელის კორესპონდენტი რიკარდ იოზვიკი "ტვიტერის" საკუთარ მიკრობლოგში წერს.

მისი ინფორმაციით, საქართველოსთვის უვიზო რეჟიმის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილებას 9 ივნისს, ევროკავშირის იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მიიღებენ.

„ევროკავშირის საბჭოს მიზანია, შეათანხმოს საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაცია 9 ივნისს, იუსტიციისა და შინაგან საქმეთა მინისტრების სხდომაზე. უკრაინის, კოსოვოსა და თურქეთის შესახებ კი გადაწყვეტილებას სავარაუდოდ, ამის შემდეგ მიიღებენ“, - წერს ჟურნალისტი.

ცნობისთვის, ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენელთა კომიტეტს, საქართველოსთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების საკითხზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე უნდა მიეღო.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ლაშა ხუციშვილი ADB-ის პრეზიდენტს შეხვდა
მდინარაძე - ოკუპანტ ქვეყანას ეს კანონი ისედაც ეხება
მდინარაძე „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მეორე მოსმენაზე - საზოგადოებისთვის გაცილებით საინტერესო იქნება
BBC - რაფაჰზე თავდასხმის შედეგად, სულ მცირე, 9 ადამიანი დაიღუპა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics