05:23 - 10 May, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 22:08:56, 527 ნახვა

სპეციალური ანონსი
25 მაისის სპეციალური ანონსი

25 მაისს, 09:30 საათზე, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი), გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისა (FAO) და აშშ-ის სოფლის მეურნეობის დეპარტამენტის (USDA) ორგანიზებით სოფლის მეურნეობის სტატისტიკის მომხმარებლების სამუშაო შეხვედრა გაიმართება.
მის.: კოსტავას ქ. #45ა,სასტუმრო Hotel Coste
საკონტაქტო პირი კობა ალხაზაშვილი - 599 88 38 11 

25 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება საერთაშორისო სემინარი „საჯარო და კერძო თანამშრომლობის სამართლებრივი ჩარჩოს განვითარება. საერთაშორისო სტანდარტები და საუკეთესო პრაქტიკა“, რომელსაც საქართველოს ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. 

25 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარეს, ინარა მურნიეცეს შეხვდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

25 მაისს, 10.30 საათზე, სასტუმროში “რუმს თბილისში” გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით მიმდინარე პროექტის - „2016 წლის საპარლამენტო არჩევნების მედიაში გაშუქების კვლევა“, პრეზენტაცია გაიმართება.

25 მაისს, 11:00 საათზე, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართება სააგენტოს თავმჯდომარის რიგით მეორე შეხვედრა ბიზნესმენებთან - სახელმწიფო შესყიდვებში მონაწილე ფარმაცევტული მომსახურებებისა და პროდუქტების, სამედიცინო მოწყობილობებისა და სახარჯი მასალების მიმწოდებლებთან.
მის.: ისანი, რიჩარდ ჰოლბრუკის ქ. №8

25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში, გაიმართება ქართული ფოტოგრაფიის დღისადმი მიძღვნილი პირველი სამეცნიერო კონფერენცია „ფოტოგრაფიული მიმართულებები". საკონფერენციო მოხსენებებს წარადგენენ გია ბუღაძე, ლიკა მამაცაშვილი, ლელა ფირალიშვილი, ნათია წულუკიძე და ხათუნა ხაბულიანი.

25 მაისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რედისონ ბლუ ივერიაში“ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის გაფართოებულ სხდომას გამართავს.
ღონისძიებას შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ციხელაშვილი გახსნის. 
მის: ვარდების რევოლუციის მოედანი #1 

25 მაისს, 11:00 საათზე, ინტერპარტიული ჯგუფის შეხვედრა გაიმართება.
თემა: გერმანული მოდელის პერსპექტივები პარლამენტში.
„თბილისი მერიოტი“ - დარბაზი სანადიმო 

25 მაისს, 11:00 საათზე, "საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს" ოფისში პრეზენტაცია გაიმართება, რომელზეც ორგანიზაცია საზოგადოებას საყოველთაო ჯანდაცვასთან, სამედიცინო მომსახურებებთან და წამლების მოხმარებასთან დაკავშირებით მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული კვლევის შედეგებს გააცნობს.
მის.: აღმაშენებლის გამზ. #61

25 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს საპატრიარქოში წმიდა სინოდის სხდომა 
გაიმართება.

25 მაისს, 11:30 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი ეუთოს გენერალურ მდივანს, ლამბერტო ზანიერის შეხვდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

25 მაისს, 12:00 საათზე, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი იოსებ ოქრომელიძე ხაშურში, დევნილ ოჯახებს ბინის გასაღებებს გადასცემენ.
მის: ქალაქი ხაშური, სააკაძის ქ. N2

25 მაისს, 12:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში, გაიმართება გამოფენა „საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პოლიტიკოსები”, რომელსაც თსუ-ის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, პრეზიდენტის მრჩეველი ფიქრია ჩიხრაძე, სტუდენტები, პროფესორები დაესწრებიან.
მის.: ილია ჭავჭავაძის გამზ. #1, თსუ, I კორპ. ცენტრალური ფოიე.

25 მაისს, 12.00 საათზე, სასტუმრო "რუმს ჰოტელ თბილისში” საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქაერონავიგაციასა“ და სადაზღვევო კომპანია „უნისონს“ შორის ხელი მოეწერება ხელშეკრულებას "საქართველოს საჰაერო სივრცის დაზღვევასთან" დაკავშირებით, რომელსაც ვიც პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვიათარების მინისტრი, დიმიტრი ქუმსიშვილი დაესწრება.

25 მაისს, 12:00 საათზე, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია ჩატარდება.
თემა: „კულტურათაშორისი კომუნიკაციები“.
მის: პოლიტკოვსკაიას ქ. №61, I კორპუსი, მე-4 სართული

25 მაისს, 12:30 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

25 მაისს, 13:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი

25 მაისს, 13.00 საათზე, სასტუმრო ”ჰოლიდეი ინნ”-ში Stadler Bssnang AG-ის დამფუძნებელი-გენერალური დირექტორი პიტერ შპულერი და საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი მამუკა ბახტაძე ორსართულიანი მატარებლების შესყიდვის ხელშეკრულებას გააფორმებენ..

25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის წარმომადგენლობის ოფისში კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და შპს „სოკარ ენერჯი ჯორჯიას“ გენერალური დირექტორი მაირ მამმედოვი თანამშრომლობის მემორანდუმს გააფორმებენ.
მის.: 300 არაგველის ქ. #24

25 მაისს, 13:00 საათზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ქართული არხების ჩართვასთან (გავრცელებასთან) დაკავშირებით შპს ,,სტერეო +“ პრესკონფერენციას გამართავს. 
მის: ალექსიძის ქ. #1 (გეოფიზიკის შენობა), სტუდია „რე“ 
საკონტაქტო ტელ: 591949187

25 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტში სტუდენტთა მე-10 საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური კონფერენცია გაიხსნება. 
მის.: ქეთევან წამებულის გამზ. #16, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტი, I სასწავლო კორპუსი.
საკონტაქტო პირი სოფო ჩადუნელი - 598 599 132 

25 მაისს, 14:00 საათზე, ცაგერის რაიონის სოფელ ტვიშში საპროტესტო აქცია გაიმართება, სადაც ადგილობრივები ფიჭური კავშირგაბმულობის ანძის დადგმას გააპროტესტებენ.

25 მაისს, 14:00 საათზე, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი და კომიტეტის წევრები საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გ. ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა მომზადების ცენტრის, სერჟანტთა სამეთაურო-საშტაბო კურსის მსმენელებს შეხვდებიან.
ქუთაისი, დარბაზი N304

25 მაისს, 14:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაცია "ახალგაზრდა თაობა" გამოფენას: „ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის“ გამართავს. 
მის.: რუსთაველის გამზ. #6 
საკონტაქტო პირი დავით დონერიანი 558 77 55 74; 577 18 06 07

25 მაისს, 14:00 საათზე „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი’’ ბაღდათის რაიონულ ოფისს გახსნის და „გირჩის“ ბაღდათის ორგანიზაციის ხელმძღვანელს წარადგენს. 
მის: ბაღდათი, რუსთაველის ქ. #22

25 მაისს, 15:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში, კრისტიან ვიგენინს შეხვდება.
თბილისი, საქართველოს პარლამენტი, თავმჯდომარის სათათბირო ოთახი

25 მაისს, 16:00 საათზე, „გირჩის“ სამტრედიის რაიონული ოფისი გაიხსნება და საზოგადოება სამტრედიის ორგანიზაციის ხელძღვანელს გაიცნობს. 
მის: სამტრედია, ჭავჭავაძის ქ. #1

25 მაისს, 18:00 საათზე, გალერეა „კონტეინერში" გაიმართება პირველი ქართველი ფოტოკონცეფტუალისტისმ ბორის შავერდიანის ნამუშევრების გამოფენა „იისფერი ჯებირი", რომელზეც წარმოდგენილი იქნება შავერდიანის უცნობი ფოტოსერია.
მის: რადიანის ქ. #10

25 მაისს, 18:30 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის E207 აუდიტორიაში, ღონისძიებების - ილიაუნი 10 წლისაა - ფარგლებში, ილიაუნის ბიზნესის სკოლის ორგანიზებით, დისკუსია გაიმართება.
თემა: „ფინანსური კლასტერი და მისი დეტერმინანტები“. 
მის: ჩოლოყაშვილის #3/5, E207 აუდიტორია, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იმედი წამყვანებმა: ზურაბ ბალანჩივაძემ, ნათია ორველაშვილმა და ეკატერინე ამირეჯიბმა დატოვეს
შინაგან საქმეთა სამინისტრო უჩა აბაშიძის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
​​TV პირველის ინფორმაციით, ტელევიზიის ტერიტორიაზე ჩასაფრება მოაწყვეს
სახალხო დამცველი მოუწოდებს შსს-ს დაუყოვნებლივ მისცეს უჩა აბაშიძის ადვოკატებს მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირთან შეხვედრის შესაძლებლობა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics