10:16 - 19 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-24 23:37:27, 579 ნახვა

პოლიტიკა
იურისტი პაატა აბულაძე ამბობს, რომ სამართალდამცველებს სპორტსმენების დაკავების უფლებას არ მისცემს

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კორცხელის ინციდენტის მონაწილე სპორტსმენების ახლობლები და მხარდამჭერები აქციას მართავენ. შსს-ს შენობასთან რჩებინა მათი ახლობლები და ოჯახის წევრებიც. მათ ამ დროისთვის ახალგაზერდების ჯგუფი შეუერთდა, რომლებიც სკანდირებენ - „გამოუშვით, გამოუშვით!“

აქციაზე სიტყვით გამოვიდა "ქართული ოცნების" ყოფილი იურისტი, პაატა აბულაძე.რომელმაც ჟურნალისტებს განუცხადა, რომ თუ სპორტსმენები დაკავებულები იქნებიან, ის ბენზინს გადაისხამს. მისი თქმით, იგი არ მისცემს საშუალებას სამართალდამცავებს, რომ სპორტსმენები დააკავოს. 

 სამინისტროსთან შეკრებილთა შორის კახა კალაძის სიძე იმყოფება. ამის შესახებ "რუსთავი2" -ის გადაცემა "არჩევანში" დეპუტატმა ირმა ნადირაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ასეთი გზით ვიცე-პრემიერი ძალოვან უწყებაზე ზეწოლას ახორციელებს.

გადაცემა არჩევანში ადვოკატმა კობა კობახიძემ დაადასტურა, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან სპორტსმენების გათავისუფლებას კახა კალაძის დის ქმარი, პაატა აბულაძე, ითხოვს.

“გამოდის პაატა აბულაძე, რომელიც არის კახა კალაძის დის ქმარი, რომელიც ოცნების იურისტი იყო ჩემთან ერთად. სირცხვილია, რომ პაატა აბულაძე გამოდის და აცხადებს იმას, რომ მე სახელმწიფოს დავუდგები წინო და ამ ბიჭებს არ დავაჭერინებო. როგორ აიტანს ეს სახელმწიფო ამისთანა პირს, რომელიც საჯაროდ ამბობს, რომ არ მივცემ ამათი დაკავების უფლებასო, სირცხვილია, მე მრცხვენია. დღეს რაც ხდება, მე ასეთი არასდროს მომსწრებია. ბატონო ბიძინა, შეაჩერეთ ეს ხალხი. სახელმწიფო დგას საშიშორების წინაშე,“ - განაცხადა კობახიძემ.     




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრეზიდენტი - არჩევნები გადამწყვეტი იქნება, იმისთვის, რომ თავიდან მმოვიშოროთ არა „ოცნება“, არამედ ქართული კოშმარი
პრეზიდენტი - მთავრობას უკან დაახევინებს არჩევნები, რომელიც ამ წლის ოქტომბერში ჩატარდება
CBS News - ისრაელმა ირანზე სარაკეტო დარტყმა განახორციელა
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 457 830-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics