18:59 - 25 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 11:05:56, 544 ნახვა

საზოგადოება
საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესზე საქართველო საპატიო სტუმრად მიიწვიეს

საფრანგეთში, ლუარას ხეობის ქალაქ ამბუაზში (Amboise), ენოლოგთა 56-ე ეროვნული კონგრესი გაიმართა.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, საქართველო კონგრესზე მიწვეული იყო, როგორც პირველი საპატიო სტუმარი.  

უწყების ცნობით,  კონგრესის გახსნას საქართველოს ელჩი საფრანგეთში ეკატერინე სირაძე-დელონე დაესწრო, რომელმაც ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართა. 

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა კონგრესზე გამართა პრეზენტაცია ქართული ღვინის კულტურისა და ისტორიის შესახებ.
 პრეზენტაციაში  ძირითადი აქცენტი გაკეთდა ქართულ მეღვინეობის უძველეს ტრადიციაზე, ქართული ჯიშების მრავალფეროვნებაზე, ღვინის დაყენების ქართულ მეთოდებზე და ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდზე, რომელსაც 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

„ჩვენმა ქვეყანამ მიიღო მოწვევა ამ კონგრესზე, რადგან საფრანგეთში სულ უფრო მეტი და მეტი ადამიანი საუბრობს საქართველოზე და ქართულ ღვინოზე. ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საფრანგეთის ენოლოგთა კონგრესის მუშაობაში უცხო ქვეყანა მონაწილეობს, რაც იძლევა საუკეთესო შესაძლებლობას, რომ გაიზარდოს ქართული ღვინის ცნობადობა საფრანგეთში“ - აღნიშნა გიორგი სამანიშვილმა.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინოების დეგუსტაცია, სადაც წარმოდგენილი იყო 4 ქართული ღვინის კომპანიის სხვადასხვა სტილის ღვინოები: „ცოლიკოური 2013“ (მეღვინეობა ხარება),  „საფერავი რეზერვი 2005“ (კახური), „რქაწითელი 2014“  (ორგო) და  „ქისი 2011“ (ვინივერია).

სულ კონგრესში მონაწილობდა 400 ენოლოგი საფრანგეთიდან და მისი ძირითადი თემა იყო: „ღვინო და წყალი“.

კონგრესის ფარგლებში გაიმართა ღვინოების კონკურსი „Palmes Vinalies National 2016”, რომლის ჟიურის შემადგენლობაშიც ქართული დელეგაციის წევრები იყვნენ.

აღსანიშნავია, რომ ფრანგული მხარის მიერ  საქართველო 2017 წელს ასევე მიწვეულია ბორდოს ღვინის ცივილიზაციათა მუზეუმში, სადაც ქართული მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილი მასშტაბური გამოფენა მოეწყობა.  საქართველო აქაც პირველი მიწვეული ქვეყანა იქნება, რომელიც ბორდოს ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობისადმი მიძღვნილ გამოფენათა ციკლს გახსნის.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
მდინარაძე - ვიზალიბერალიზაციაზე ჩანაწერი რეზოლუციაში არის მორიგი თაღლითობა და ცარიელი შანტაჟი
NGO-ები - ხელმომწერი ორგანიზაციები ვაჩერებთ ხელისუფლებასთან თანამშრომლობას, ვიდრე ხელისუფლება რუსულ კანონს არ გაიხმობს
მელია - ვეღარ ვივლით ევროპაში უვიზოდ, როდესაც ქვეყანას, რუსული წესებით რუსული ხელისუფლება მართავს
ხაბეიშვილი - საქართველოს აუქმებს ივანიშვილი!

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics