2016-05-25 11:13:46, 502 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია
დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებში საცობებია, რისი მიზეზიც დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გასამართი ღონისძიებებია. შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებით, რამდენიმე ქუჩა გადაიკეტა, რამდენიმეზე კი მოძრაობა შეიზღუდა. რამაც თბილისის სხვა ქუჩებზე საცობები წარმოქმნა. მოძრაობა გართულებულია ასევე, გმირთა მოედნის და ვარაზისხევის ტერიტორიაზე. აღნიშნულ საკითხზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას ქუჩებზე მოძრაობის აკრძალვისა და შეზღუდვის შესახებ ინფორმაციას აწვდის: „25 მაისს 00:30 საათიდან დაიკეტება თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი და ვარდების მოედანი. მოძრაობა შეიზღუდება რუსთაველის გამზირის მკვეთ ყველა ქუჩაზე: ალ. ჭავჭავაძის, მიტროფანე ლაღიძის, ბესიკის, ლესია უკრაინკას, ჭიჭინაძის, 9 აპრილის, ფურცელაძის, უსახელოს, ჯორჯაძის, ჭანტურიას და მესხიას ქუჩებზე. ავტომანქანები იმოძრავებენ შემოვლითი გზით - თაბუკაშვილის და ჭონქაძის ქუჩებზე. ჩამოთვლილ ქუჩებსა და მოედნებზე მოძრაობა 27 მაისს, 12:00 საათზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულების შემდეგ აღდგება”, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში. ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან |
ომი უკრაინაშიზელენსკი - ოკუპანტი შეეცდება, გააძლიეროს თავდასხმითი და შეტევითი მოქმედებები - ჩვენ ვუპასუხებთ
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 455 340-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 454 420-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი
პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა - ვიდეო
მთავარი თემა
|