14:02 - 26 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 11:38:10, 473 ნახვა

პოლიტიკა
საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან

2016 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს ეუთო-ს დამკვირვებლები დააკვირდებიან, - ასე უპასუხა ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა ლამბერტო ძანიერიმ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს თხოვნას, საარჩევნო პროცესის მონიტორინგში ეუთო-ს რაც შეიძლება მეტი დამკვირვებლის ჩართვასთან დაკავშირებით.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ადმინისტრაციაში   გამართულ შეხვედრაზე პრემიერმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს არჩევნების სრულ შესაბამისობას დემოკრატიულ საარჩევნო პრინციპებთან და პროცესის გამჭვირვალობის მიზნით, ეუთო-ს დამკვირვებლებს მაქსიმალურად მოკლე ვადებში ელოდება.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრისას აღინიშნა, რომ უკვე გაგზავნილია მოწვევა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისში (ODIHR) და საქართველოში ფაქტების დამდგენი კომისია უკვე იმყოფებოდა.

საუბარი ასევე შეეხო საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას.

პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესში სავიზო ლიბერალიზაციას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რასთან დაკავშირებითაც ქართული მხარე დადებით გადაწყვეტილებას ელოდება. ამასთან, მთავრობა განაგრძობს რეფორმებს კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების აღმშენებლობის მიმართულებით. ეუთო-ს გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობის მეთაურს ვიზის ლიბერალიზაციის პროცესში მხარდაჭერა დაუდასტურა.

შეხვედრაზე, მთავრობის მეთაურმა აღშფოთება გამოთქვა 19 მაისს სოფელ ხურჩაში, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მშვიდობიანი მოქალაქის მკვლელობის გამო და მომხდარზე სათანადო რეაგირების აუცილებლობაზე ისაუბრა.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიის სამზადისს, რომელსაც თბილისი 1-5 ივლისს უმასპინძლებს. 

 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პოლიციამ გურიაში მომხდარი ქურდობის ფაქტები გახსნა - დაკავებულია 2 პირი
ოპოზიციური პარტიები - ვუერთდებით NGO-ების მიერ 28 აპრილს დაანონსებულ ევროპულ მარშს და ვიწვევთ მოქალაქეებს - კი ევროპას, არა რუსულ კანონს!
„თიბისის“ მობაილბანკში ახალი დამხმარე ღილაკებია: 4 ხერხი თუ როგორ გაიმარტივო ყოველდღიურობა მობაილბანკით
სპეციალური საგამოძიებო სამსახური - იძულების ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი ვამხილეთ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics