14:32 - 29 Mar, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 12:59:12, 548 ნახვა

პოლიტიკა
საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე ინტერპარტიული ჯგუფი ხელისუფლების პასუხს, მომავალ კვირას ელოდება

"ახალი მემარჯვენეების" თავმჯდომარის, მამუკა კაციტაძის თქმით, ინტერპარტიული ჯგუფი დღეს ე.წ გერმანულ მოდელსა და საარჩევნო კოდექსში შესატან სხვა ცვლილებებზე იმსჯელებს.

როგორც კაციტაძემ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, არასაპარლამენტო პარტიის წევრები იმსჯელებენ, რამდენად შესაძლებელია პარლამენტში ინიცირებული ე.წ. გერმანული მოდელი კანონად იქცეს.

"არის ორი თემა რაზეც ჩვენ ვიმსჯელებთ. ერთის მხრივ ეს არის პარლამენტში უკვე დაწყებული პროცედურა საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც სისტემას ე.წ გერმანულ მოდელს ეხება. გერმანულ მოდელთან დაკავშირებით, საკმაოდ კარგი სიტუაციაა, ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფების ერთობისა", - განაცხადა კაციტაძემ.

მისივე თქმით, ინტერპარტიული ჯგუფის წევრები მომავალ კვირას საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებაზე მათ მიერ შეთავაზებულ 4 პუნქტიან გეგმაზე მმართველი გუნდისგან პასუხს ელოდებიან .

"მეორე თემა, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებით სხვა ცვლილებებს ეხება. იცით ჩვენს მიერ ინიცირებულ წინადადებათა პაკეტი, რომელიც სარეკლამო საეთერო დროს და ბარიერების თემას ეხება. ამ კვირაში "ქართული ოცნების" პოზიციონირება ამ საკითხთან დაკავშირებით დასრულდება. მომავალ კვირაში უკვე საკომიტეტო მოსმენები იქნება. ვფიქრობ, რომ ივნისის 10 რიცხვისთვის სანამ დაიწყება წინასაარჩევნო კამპანია სრულად უნდა ჩამოყალიბდეს და დასრულდეს კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები. აქედან გამომდინარე ვნახავთ, რამდენად გაუმჯობესდება ამ თვალსაზრისით წინასაარჩევნო გარემო, რომელიც საკმაოდ დამძიმებულია, განსაკუთრებით ბოლო მოვლენებიდან გამომდინარე", - აღნიშნა კაციტაძემ.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჯო ბაიდენი - საუდის არაბეთი და სხვა არაბული ქვეყნები მზად არიან, სრულად აღიარონ ისრაელი
პროგრამის „საპილოტე პროგრამა ქალებისათვის“ ფარგლებში, 100 ქალი დაფინანსდა
კალაძე - ფედერაცია ნაკრების წევრებს უქმნის ყველა პირობას, რომ მინდორზე საუკეთესოდ ითამაშონ - ასეთ დამოკიდებულებას მოაქვს შედეგი
კალაძე გახარიაზე - მისი განცხადებები რეალობას ძალიან აცდენილია

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics