10:10 - 20 Apr, 2024
რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-25 13:35:17, 597 ნახვა

პოლიტიკა
ბარაკ ობამა ამერიკელი ხალხის სახელით, საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, სახელმწიფო მდივანი ჯონ კერი და ამერიკელი ხალხი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლისთავს ულოცავენ.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მილოცვაში, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ხაზს უსვამს აშშ-საქართველოს სტრატეგიულ პარტნიორობას და აღნიშნავს, რომ საქართველო, დემოკრატიული პროგრესის კუთხით, რეგიონული ლიდერია.

„პრეზიდენტ ობამასა და ამერიკელი ხალხის სახელით, ნება მომეცით საქართველოს მოქალაქეებს მივულოცო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წლისთავი. 26 მაისს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობას მეოთხედი საუკუნე უსრულდება. საქართველო რეგიონალური ლიდერია დემოკრატიული პროგრესის კუთხით. ეს უდიდესი მიღწევაა - განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის 20 პროცენტი ოკუპირებულია", - ნათქვამია მილოცვაში.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ამერიკა მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, ასევე ქვეყნის სწრაფვას ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისკენ.

„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს პარტნიორობას და მის მიერ ერისა და რეგიონის უკეთესი მომავლის შესაქმნელად ავღანეთში გაღებულ მსხვერპლს. ვულოცავ ქართველ ერს ამ საამაყო დღესასწაულს და მომავალშიც მოუთმენლად ველი პარტნიორობის გაღრმავებას დამოუკიდებელ, დემოკრატიულ საქართველოსთან", - აღნიშნულია აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მილოცვაში.




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ქალთა მოძრაობა - ქალები ვირჩევთ ევროპას!
აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედანზე ფიცი დადეს, რომ ხელისუფლებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს არ მიაღებინებენ
დედაქალაქში საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება - მოქალაქეებმა გზის სავალი ნაწილი კვლავ გადაკეტეს [ვიდეო]
სტოლტენბერგი - ნატოს ქვეყნები უკრაინაში მეტი საჰაერო თავდაცვის სისტემების გაგზავნაზე შეთანხმდნენ

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics